საქართველოს უნივერსიტეტის კონფერენცია: რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა სივრცეში
საქართველოს უნივერსიტეტისა და ახალი ეკონომიკური სკოლის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ჩატარდა.
კონფერენცია ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავდა:
- რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები;
- სამხედრო, ჰიბრიდული გავლენები;
- კულტურა, ნორმები და ფასეულობები;
- როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს.
"ვფიქრობ, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მოსახლეობა ხვდება, რომ არსებობს რუსული გავლენები, მაგრამ ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული ფაქტები და მიგნებები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხის გამოკვლევა, რათა მოსახლეობამ კონკრეტულად გაიგოს თუ რა ნაბიჯებით ცდილობს რუსეთი საკუთარი გავლენების გაძლიერებას" – ეს განცხადება მაიკლ კარპენტერს ეკუთვნის, რომელიც აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის — ჯო ბაიდენის მრჩეველი იყო საგარეო ურთიერთობების საკითხებში და საქართველოში კონფერენციას სპიკერის რანგში ესწრებოდა.
მაიკლ კარპენტერის გარდა, კონფერენციაზე სპიკერების რანგში საქართველოში მსოფლიოში აღიარებული პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები ჩამოვიდნენ. მათ შორის იყვნენ:
- ჯეფრი მანკოფი — CSIS Russia and Eurasia პროგრამის ხელმძღვანელი და რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი;
- ბრაიან ვიტმორი — ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი;
- ლუკ კოფი — ჰერიტიჯ ფონდის, ალისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი;
- ანდრეას უმლანდი — გერმანელი პოლიტიკის მეცნიერი, რუსეთის და უკრაინის ისტორიის ექსპერტი და სხვები.
"ვინაიდან კრემლი აქტიურად ერევა სხვა ქვეყნის ღონისძიებებში, ჩვენ საპასუხოდ უნდა გვქონდეს ერთიანი მიდგომა: აუცილებელია სტრატეგიის შემუშავება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და მედია განათლების მხარდაჭერა. ასევე, არსებობს სხვადასხვა საშუალებები რისი დახმარებითაც მთავრობას შეუძლია კომუნიკაციის დამყარება საზოგადოებასთან", — ამბობს ვერონიკა ვიჩოვა, Kremlin Watch Program-ის კოორდინატორი, ანალიტიკოსი და კონფერენციის მოწვეული სპიკერი.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამეცნიერო კვლევის - „რუსული ეკონომიკის კვალდაკვალ საქართველოში და მისი გავლენები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში", პირველი ფაზის პრეზენტაციაც, სადაც განიხილეს რუსეთის ეკონომიკური წილი საქართველოში, როგორ მოქმედებს რუსეთის ეკონომიკური ექსპანსია საქართველოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და რა ხერხს მიმართავს რუსეთი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.
საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებსა და სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოს უნივერსიტეტი გააგრძელებს როგორც ზოგად თანამშრომლობას, ასევე კონკრეტული კვლევითი საქმიანობას "რუსული გავლენების" გამოვლენის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ახორციელებს ასეთ მასშტაბურ სამეცნიერო კვლევას რუსეთის ეკონომიკურ გავლენებზე.
საქართველოს უნივერსიტეტის კვლევის დასკვნითი პრეზენტაცია კი ვაშინგტონში გაიმართება.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები