მწერალთა სახლი გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.

"მწერალთა სახლი" გაუქმდა. მის ნაცვლად კი ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი შეიქმნა.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზების გამო, 25 ივნისს დაგეგმილი ლიტერატურული პრემია "ლიტერას" დაჯილდოების ცერემონია დროებით გადაიდო.

განახლებულ თარიღს შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში." — ნათქვამია განცხადებაში.

"მწერალთა სახლი" 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. ორგანიზაცია ცნობილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის მიერ 1905 წელს აშენებულ, ისტორიულ მაჩაბლის #13-შია განთავსებული. ამავე შენობაში 1921-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირი.