უკრაინელი მინისტრი: ''რუსეთი — ოკუპანტი" და "პუტინი — ხ*უილო" — ჭეშმარიტება, რომელიც არ იცვლება
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ულიანა სუპრუნი საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ მან ტვიტერზე ქართულად დაწერა.
"რუსეთი — ოკუპანტი" და "პუტინი — ხ*უილო" — ჭეშმარიტება, რომელიც არ იცვლება. ბოლო დღეებია ჩვენ ვხედავთ, როგორ სკანდირებენ ამას საქართველოში. იქ, სადაც ათობით ათასი მოქალაქე იცავს თავის სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას აგრესორი ქვეყნის ჰიბრიდულ ომისაგან", — წერს ულიანა სუპრუნი.
საქართველოს პარლამენტთან მეხუთე დღეა აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. მათგან ერთ-ერთი არჩევნების 2020 წელს პროპორციული წესით ჩატარება უკვე დაკმაყოფილდა. შეუსრულებელია მოთხოვნები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომისა და 20 ივნისის ღამით დაკავებულების გათავისუფლების შესახებ.
20-21 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც, პოლიციამ ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით აქცია დაშალა. მედიების გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავები ახლო მანძილიდან უმიზნებდნენ შეუიარაღებელ ადამიანებს.
20 ივნისის აქციის დაშლის შედეგად:
- ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში გადაიყვანეს 240 ადამიანი;
- დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ;
- აქციის მონაწილეებიდან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება;
- დაშავდა მინიმუმ 34 ჟურნალისტი;
- შსს-მ დააკავა აქციის 305 მონაწილე.
დღეს, 24 ივნისს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20 ივნისის აქციის დაშლის დროს სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების საკითხის გამოძიება დაიწყო. პროკურორმა საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ დამატებითი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში მიაწოდონ მათ.
გაიგე მეტი მოქალაქეების, დიპლომატების, კომპანიებისა და ქვეყნების სოლიდარობაზე:
- გეპატიჟებით გასაოცარ საქართველოში — ზაზა ფაჩულია ფანებს მიმართავს
- საქართველომ ჩემი გული დაიპყრო, მეგობრებს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატარონ — ამერიკელი დიპლომატი
- პეტრო პოროშენკო უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს
- რუსეთის საპასუხოდ Buyers ქართველ მწარმოებლებს პროდუქციას უფასოდ განუთავსებს
- ტურიზმის განსავითარებლად მილიონ ლარს გამოვყოფთ — საქართველოს ბანკი
- ბელგიური დუო R.O x Konoba ტურისტებს მოუწოდებს საქართველოს ეწვიონ
- უფასო ტატუ სოლიდარობისთვის
- ყოფილი ელჩი ლიეტუველებს მოუწოდებს, უფრო ხშირად ესტუმრონ საქართველოს
- რუსეთი ცდილობს დააზიანოს ჩემი ქვეყანა — ნინო სურგულაძე ტურისტებს საქართველოში იწვევს
- ანსამბლი შავნაბადა ტურისტებს უფასო მასტერკლასებს სთავაზობს
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები