კანდელაკი: თუ PACE-ში რუსეთის დაბრუნებას მხარს დავუჭერთ, ნიშნავს, რომ მას ყველაფერი აპატიეთ
"რუსეთმა არ შეასრულა არც ერთი მოთხოვნა და თუკი მის დაბრუნებას მხარს დავუჭერთ, ნიშნავს, რომ მას ყველაფერი აპატიეთ", — ასე მიმართა ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს დეპუტატებს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ასამბლეაში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ასამბლეის სხდომაზე მიღებულ რეზოლუციას PACE-ს რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს, რომელიც კრძალავს ევროსაბჭოს დელეგაციებისთვის ხმის და ასამბლეაში გამოსვლის უფლების ჩამორთმევას.
კენჭისყრამდე გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა არც ერთი მოთხოვნა არ შეასრულა, მათ შორის არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და არ გაუუქმებია ყირიმის ანექსია.
"რამდენიმე დღის წინ თბილისში პრო-ევროპული დემონსტრაციები დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ხალხი გაბრაზებულია ჩვენს მთავრობაზე. ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეა. ამაზე რუსეთის რეაქცია იყო ის, რომ მოსკოვმა რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალა. რასაც ჩვენ დღეს აქ ვაკეთებთ, რუსეთი სისუსტედ და შემდგომი აგრესიული ქმედებისთვის მიპატიჟებად აღიქვამს. გარწმუნებთ, რომ მიუხედავად აქ გაკეთებული განცხადებებისა, რუსეთი ჩათვლის, რომ მას აპატიეს ის ქმედებები, რის გამოც მას ხმის უფლება ჩამოერთვა", — განაცხადა გიორგი კანდელაკმა
ყირიმის ანექსიის გამო PACE-მ 2014 წელს რუსეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. ერთი წლის შემდეგ ორგანიზაციამ სანქციები გაახანგრძლივა, რის გამოც რუსეთმა ასამბლეის სესიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, 2017 წლიდან რუსეთმა ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევრო შენატანის გაკეთება შეწყვიტა.
ხმის უფლების ჩამორთმევის გარდა რუსებს არ შეუძლიათ იყვნენ PACE-ში მომხსენებლები, სხვა ქვეყნებში დააკვირდნენ არჩევნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებში ასამბლეას წარადგენდნენ. ამასთანავე, მათ PACE-ში წამყვანი პოზიციების დაკავება ეკრძალებათ.
რეზოლუციის განხილვა თითქმის ცხრა საათს გაგრძელდა. დოკუმენტის ტექსტში 200-მდე შესწორება იქნა შეტანილი, რომელსაც ძირითადად საქართველო, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი წარადგენდნენ. საბოლოოდ რეზოლუცია გვიან ღამით მიიღეს. რეზოლუციას მხარი 118 დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 62, ხოლო თავი შეიკავა 10-მა ადამიანმა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა.
გარდა ამისა, ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა, რომ ქვეყნები, რომლებიც ამჟამად PACE-ში წარმოდგენილი არ არიან, ასამბლეის ივნისის სესიაში მონაწილეობისთვის განაცხადი ახლა შეიტანონ. როგორც ცნობილია, რუსეთი განაცხადის გაკეთებას აპირებს.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები