ადა მარშანია

25 Jun. 2019, 13:23

მინდა მივმართო ე.წ. ტელეარხებს და ე.წ. ჟურნალისტებს, რომლებიც არიან ამ სადისტური პარტიის [ნაციონალური მოძრაობის] მომსახურე პერსონალი, რომელიც კოჰაბიტაციაშია ქართულ ოცნებასთან და თანაოკუპანტია გავრილოვის. გავრილოვზე ნაკლებები ესენი არ არიან. 

თქვენ მე ამ დღეებში რა გამიბედეთ, რომ გამიბედეთ? რა ბინძური შეფასებები დაატრიალეთ ათასჯერ? გავრილოვს მე ვუთავისუფლებდი თურმე ადგილს. ეს არის ნაძირლობა თქვენი მხრიდან. TV პირველის ჟურნალისტები, რომელთაც სამართლიანად ხალხში "პირგველი" ჰქვია და რუსთავი 2, ხალხში სამართლიანად "ცრუსთავი" რომ ჰქვია. ვაი, სამწუხაროდ, იმედის ჟურნალისტები ჩემთან ახლოს არ მოხვიდეთ და ჩემს კაბინეტთან არ მოხვიდეთ. თქვენ ხართ პროვოკატორები. ბოდიში მომიხადეთ იმისთვის, რაც გამიკეთეთ ამ დღეებში. 

თქვენ მე ნუ მასწავლით ოკუპანტს როგორ და რანაირად უნდა ველაპარაკო. მე ოკუპანტის ბუდეში ჩავდივარ მოსკოვში, თვალებში ვუყურებ და იმ ოკუპანტს ვეუბნები იმას, რაც ეკუთვნის რომ ვუთხრა. თქვენ ამას თქვენი კამერებით მისდღემჩი ვერ გააკეთებთ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

კალაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, რომელმაც რეზინის ტყვიის გამოყენებაზე დაუსვა შეკითხვა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს. ტელეკომპანიის…