ქართული ოცნების დეპუტატი, ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლაზე პასუხიმგებლობა შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ეკისრება და მის ადგილას გადადგებოდა:

"მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იყო შედეგების თავიდან აცილება. ჩემთვის მიუღებელია, რომ ქვედა ეშელონებში, პოლიციაში მოხდეს ამ შედეგების დადგომის მიზეზების ძებნა. შედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი. მე მის ადგილზე გადავდგებოდი. დიდი ხანია ვლაპარაკობ იმაზე, რომ მმართველ ძალაში გადაწყვეტილებები ზოგჯერ გვიანდება. მანამდედაც დაგვიანდა გადაწყვეტილება და გაკეთდა განცხადებები, რომელმაც გამოიწვია აქციის მუხტის გაზრდა", — განაცხადა პარლამენტის წევრმა.

20 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომა, დაკავებულების გათავისუფლება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ეს უკანასკნელი მოთხოვნა მმართველმა გუნდმა დააკმაყოფილა. მოქალაქეები კი საპროტესტო აქციებს აგრძელებნ.