მიწაზე დაეშვან, თვალებში ჩახედონ რეალობას, ცალ თვალში მაინც — ოთარ კახიძე ქართულ ოცნებას
ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ საუბარი თითქოს ვიღაც პარლამენტში იჭრებოდა მეასეხარისხოვანია და "ადამიანებზე ნადირობაზე" შს მინისტრია პასუხისმგებელი. მისივე თქმით, მმართველი გუნდი უტიფრად იქცევა, თუმცა ყველანაირ უტიფრობასა და თავხედობას აქვს თავისი საზღვარი.
"როგორც არ უნდა იკამათონ, ვინ რა მოწოდება გააკეთა და ვინ რა ძალა გამოიყენა, გამოიყენეს დიდი ცხოველების გასაჩერებლად შედეგად განკუთვნილი პლასმასის ტყვიები, რითაც ახალგაზრდები დაასახიჩრეს. პოლიცია ხალხს თვალებსა და თავში ესროდა. ახალგაზრდები დაბრმავდნენ და ადამიანები არიან ხელოვნურ სუნთქვაზე, აპარატზე შეერთებულები კომატოზურ მდგომარეობაში, სიკვდილს ებრძვიან. ეს უნამუსო და უტიფარი ხალხი როგორ ბედავს, პასუხისმგებლობა ვინმე სხვას დააკისროს", — განაცხადა ოთარ კახიძემ.
მისივე თქმით, ვინც ბრძანება გასცა თავში სროლაზე, ტყვიების სროლაზე, უმკაცრესად დაისჯება.
"ვინც დაკავებულია, რომ გიორგი გახარიას სამარცხვინოდ გადაეფარონ, პასუხს აგებენ. საკუთარ თავზე აიღეს ეს, იმის ნაცვლად, რომ ამას გამიჯნოდნენ. გადადგეს ეს პირი, მისი პასუხისმგებლობაა, რომ ახალგაზრდები დასახიჩრებული არიან. საუბარი რომ ვიღაც პარლამენტში იჭრებოდა თუ არა, მეასეხარისხოვანია, ნადირობა და ადამიანების თვალების გარეშე დატოვებაზე პასუხისმგებელია მინისტრი. ცოტა ადეკვატურები გახდნენ, მიწაზე დაეშვან, თვალებში ჩახედონ რეალობას, ცალ თვალში მაინც", — ამბობს ოთარ კახიძე.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპულმა საქართველომ დღის წესრიგში შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის დადგენილების შეტანა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამ პროცესს პლენარულ სხდომათა დარბაზში დაპირისპირება მოჰყვა. საქართველოს პარლამენტი ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოპოზიციის თქმით, გიორგი გახარია უნდა გადადგეს და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს 20-21 ივნისს მომხდარ შემთხვევებზე. უმრავლესობა კი შს მინისტრის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.
20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს. დაშავებულებიდან 2-მა — თვალი დაკარგა, მათ შორისაა 18 წლის მაკო გომური. 2-ის მდგომარეობა სტაბილურად მძიემა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყო On.ge-ს სამი თანამშრომელი. ბოლო ინფორმაციით, კლინიკებში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები