არსებობს საფრთხე, რომ მელიამ ახალი დანაშაული ჩაიდინოს — პროკურატურის არგუმენტები
გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა პარლამენტში დეპუტატ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით არგუმენტებზე და სახელმწიფო ბრალდებაზე ისაუბრა. პროკურორმა დეპუტატებს ის მასალა წარუდგინა, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზე უკვე ატვირთული იყო და დეპუტატებს შეეძლოთ, წაეკითხათ. ამის გამო ოპოზიციის წევრებმა უკმაყოფილებაც გამოთქვეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.
პროკურორის განცხადებით, მელიას ბრალად წარდგენილი ქმედება ჩადენილი აქვს იმ პირობებში, როცა მის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო. მისივე თქმით, ნაკლებად მძიმე ღონისძიების გამოყენებამ ვერ უზრუნველყო ბრალდებულის სათანადო ქცევა და აღკვეთის ღონისძიების მიზნები. პროკურორის განცხადებით, ამის გათვალისწინებით, ნიკა მელიამ, შესაძლოა, ახალი დანაშაული ჩაიდინოს.
მისივე თქმით, მელიას ბრალად ედება, რომ მან შეძლო მშვიდობიანი მომიტინგეების დაყოლიება სამართალდამცველებზე ძალადობრივ თავდასხმაში. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ მას შეუძლია, გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა და დაიყოლიოს ისინი სხვა ძალადობრივი ქმედების ჩადენაში.
"შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ მელიამ უკვე გამოკითხულ და გამოსაკითხ ადამიანებზე მოახდინოს ზეგავლენა და შევიდეს მათთან ფარულ გარიგებაში, რათა არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენები. აღსანიშნავია, რომ პოტენციურ მოწმეთა შორის, რომლების იმყოფებოდნენ 20 ივნისს პარლამენტთან და ფლობენ ინფორმაციას მელიას მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, მათ შორის არიან მათი მხარდამჭერები, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ პირებთან ბრალდებულს აქვს მჭიდრო კომუნიკაცია, რაც გაუადვილებს ფარულ გარიგებაში შესვლას და დაყოლიებას, არ მისცენ მამხილებელი ჩვენება", — თქვა პროკურორმა.
პროკურორმა თქვა, რომ შს სამინისტროს მონაცემების მიხედვით, მელიამ 2015-2019 წლებში მელიამ საზღვარი 24-ჯერ გადაკვეთა. მისივე თქმით, მელია მაღალი თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით და ამ პასპორტის გამოყენებით, 2017-2018 წლებში საზღვარი ექვსჯერ გადაკვეთა.
"დიპლომატიური პასპორტი პირს საშუალებას აძლევს ისარგებლოს უცხო ქვეყანაში შესვლის გამარტივებული პროცედურებით და პრივილეგიებით. მხედველობაში ვიღებთ ბრალდებულის საზღვარგარეთ ვიზიტებს, მისი მხრიდან დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობას და საზღვარგარეთ გამარტივებული პროცედურებით გადაადგილების ფაქტს, ასევე, მის ფინანსურ შესაძლებლობას, გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მელია თავისუფლად შეძლებს საზღვარგარეთ სათანადო პირობების შექმნას, შესაბამისი კონტაქტების დამყარებას საიმისოდ, რომ სამომავლოდ თავი აარიდოს მართლმსაჯულებას", — აღნიშნა პროკურორმა.
მისივე განცხადებით, დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მელია მიიმალება, ამყარებს ის გარემოებაც, რომ არაერთ უცხო ქვეყანაში იმყოფებიან მასთან ახლო კავშირში მყოფი პირები.
პროკურორმა განმარტა, რომ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთებისთვის, ბრალდების მხარე მხედველობაში იღებს არამხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციითა და სასამართლო პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს. მისივე თქმით, ევროკონვენციის მე-5 მუხლი ადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლებს, როდესაც სახეზეა:
- საფუძვლიანი ეჭვი დანაშაულის ჩადენის შესახებ;
- მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე;
- მოწმეებზე ზემოქმედებისა და მათთან საიდუმლო გარიგებაში შესვლის საფრთხე.
პროკურატურამ აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს ნიკა მელიას ბრალი წარუდგინა და პატიმრობის ნებართვისთვის საქართველოს პარლამენტს გუშინ, 25 ივნისს მიმართა.
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომენტარები