ოცნების დეპუტატების მსგავსად, პროკურორი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის კითხვები სასამართლოს კომპეტენციაა
პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენის შესახებ დასმული კითხვების ნაწილი სასამართლოს კომპეტენციას ეხება. ამავე აზრს, მთელი სხდომის განმავლობაში ამტკიცებდნენ მმართველი პარტიის დეპუტატები.
მელიას საწინააღმდეგო მტკიცებულებათა შეფასების და პარლამენტის კომპეტენციის საკითხი სხდომაზე არააერთხელ გახდა კამათისა და დაპირისპირების მიზეზი. საბოლოოდ, ევროპული საქართველოს დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ პროკურორს ჰკითხა, თუ რა დოზით უნდა იყოს ჩართული პარლამენტი ამ საკითხში, რაზეც გულუაშვილმა უპასუხა:
"სასამართლო პარლამენტის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობისას აფასებს არამხოლოდ ამ ღონისძიების გამოყენების საფუძვლების არსებობას, არამედ შედის, ასევე, იმ საკითხის განხილვაში, როგორიც არის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობა, ანუ, რამდენად არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ასაბუთებენ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, ჩემის მოსაზრებით, დღევანდელ სხდომაზე გარკვეული კითხვები, რომლებიც დაისვა დეპუტატების მხრიდან ეხება სასამართლოს კომპეტენციას და სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საკითხს".
პროკურორმა გამოყო კითხვები, რომელიც სასამართლოს კომპეტენციაში შეჭრად ჩათვალა. ყველა კითხვა ოპოზიციის დეპუტატების დასმულია. მათ შორისაა:
- რა მტკიცებულებები არის მოპოვებული გამოძიების მიერ;
- რამდენად ქმნის მათი ერთობლიობა დასაბუთებულ ვარაუდს;
- არსებობს თუ არა მიმალვის საფრთხის რეალიზების პერსპექტივა.
მანვე აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს მკაფიო ზღვარი, თუ სად გადის პარლამენტის კომპეტენცია ამ საკითხის შემოწმებისას და ხომ არ ითავსებს პარლამენტი სასამართლოს უფლებამოსილებას.
"სხვა შემთხვევაში მივიღებთ, რომ გარკვეულწილად ჩვენ ზემოქმედებას ვახდენთ სასამართლოზე. ვინაიდან, ვიხილავთ საკითხს, რომელიც მისი განსჯადია და გამოვთქვამთ ჩვენს მოსაზრებებს", — განაცახდა მან.
პროკურორმა აღნიშნა ისიც, რომ რეგლამენტი ავალებდა გენერალურ პროკურორს წარედგინა წინადადება და ეს პირობა შესრულებულია. მისი თქმით, საქმის მასალების წარდგენის სამართლებრივი მექანიზმი კანონმდებლობით არ არის და თუ დეპუტატები მსგავს ნორმას იპოვიან, მერე უპასუხებს კითხვებს.
პროკურორს მიაჩნია ისიც, რომ დეპუტატის იმუნიტეტი არ უნდა აძლევდეს პოლიტიკოსს საშუალებას კანონს თავი აარიდოს.
"საპარლამენტო იმუნიტეტი იცავს მას, მაგრამ რას ემსახურება რეალურად ამ იმუნიტეტის არსებობა? მთავარი არსი არის ის, რომ უზრუნველყოს მისი საქმიანობის შეუფერხებლად გახორციელება. იმუნიტეტის არსი არ არის ის, რომ დაიცვას ადამიანი სისხლის სამართლებრივი დევნისგან. ყველა ადამიანი არის კანონის წინაშე თანასწორი, მიუხედვად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა და თანამდებობრვიი მდგომარეობისა. საპარლამენტო იმუნიტეტი არ წარმოადგენს ინდულგენციას შესაძლო ჩადენილი დანაშაულისაგან გასათავისუფლებად", — განაცხადა მან.
კომიტეტების სხდომაზე 5 საათზე მეტია მსჯელობენ ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე. სხდომა დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
გაიგეთ მეტი: რა პროცედურებია საჭირო ნიკა მელიას დასაკავებლად
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები