სისხლი თქვენს ხელებზეც იქნება — უკრაინელი დელეგატის ემოციური მიმართვა PACE-ში რუსეთის დაბრუნებაზე
უკრაინის დელეგაციის წევრმა და რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რუსეთის დაბრუნება გააპროტესტა და სხვა ქვეყნის დელეგატებს ემოციური სიტყვით მიმართა. მან დელეგატები ღირებულებების გაყიდვაში დაადანაშაულა:
"ჩემო ძვირფასო კოლეგებო, დღეს სავაჭრო დღეა, გრანდიოზული ფასდაკლებაა. ყველა ჩვენი ღირებულება მხოლოდ 77 მილიონ ევროდ. დემოკრატია 25 მილიონ ევროდ, ადამიანის უფლებები 25 მილიონ ევროდ, კანონის უზენაესობა 25 მილიონ ევროდ —კარგი ფასია.
ჩვენ სხვანაირადაც დათვლაც შეგვიძლია. ამ კვირაში ევროსაბჭომ მილიონობით ადამიანის გული დაკარგა. უკრაინელების, ესტონელების, ქართველების, ლატვიელების, პოლონელების, ლიეტუველების, ბრიტანელების გულები. დაახლოებით, 50 ცენტად თითო გული, კარგი ფასია.
მე მოვისმინე, რომ ამას რუსი ხალხისთვის ვაკეთებთ, რათა ისინი დავიცვათ. ამიტომაც წინადადება მაქვს თქვენთან — მოდი, სირია მოვიწვიოთ ჩვენს ორგანიზაციაში იმიტომ, რომ თქვენი ლოგიკის მიხედვით, უმჯობესია ბაშარ ალ-ასადი მოვიწვიოთ ამ ორგანიზაციაში, ვიდრე მის გარეთ იყოს.
მე მთელი ცხოვრება მიმაჩნდა, რომ თუ ტირანიის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის კარგის გაკეთება გვინდა, ტირანებს უნდა ვებრძოლოთ და არა მათთან ერთად ვისხდეთ. ბატონმა ტოლსტოიმ [რუსეთის დელეგაციის წევრმა] გვითხრა, "ჩვენ გაშლილი ხელებით" და ჩვენ კი ზუსტად ვიცით რა არის თქვენს გაშლილ ხელებში: ნოვიჩოკი მოწამვლისთვის, ბუკის რაკეტები, თვითმფრინავების ჩამოგდებისთვის... როდესაც პუტინი შემდეგ ჯერზე ვინმეს მოკლავს, სისხლი თქვენს ხელებზეც იქნება და თქვენ ეს უნდა გახსოვდეთ.
უკრაინელმა რეჟისორმა ოლეგ სენცოვმა, რომელიც ხუთ წელზე მეტია სრულიად არაფრისთვის ზის რუსულ ციხეში, თქვა: თუ ჩემი ბედისწერაა, რომ ტირანის კუბოს ლურსმანი ვიყო, მე მივიღებ ამ ბედისწერას.
თუ უკრაინის ბედისწერაა, რომ იყოს მარტო ტირანიასთან ბრძოლაში, ბოროტებასთან ბრძოლაში, რომელიც მოდის ჩვენკენ, კარგი, ასე იყოს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, არასდროს დავნებდებით და გვჯერა გამარჯვების. ზუსტად ვიცი, რომ ასეც იქნება".
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რუსეთის დაბრუნების გამო საქართველოს, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უკრაინის დელეგაციებმა პროტესტის ნიშნად ზაფხულის სესია დროზე ადრე დატოვეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 26 ივნისს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენას ეხებოდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 116 დელეგატმა, წინააღმდეგი იყო 62, ხოლო 15-მა თავი შეიკავა.
ყირიმის ანექსიის გამო PACE-მ 2014 წელს რუსეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. ერთი წლის შემდეგ ორგანიზაციამ სანქციები გაახანგრძლივა, რის გამოც რუსეთმა ასამბლეის სესიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, 2017 წლიდან რუსეთმა ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევრო შენატანის გაკეთება შეწყვიტა.
ხმის უფლების ჩამორთმევის გარდა რუსებს არ შეეძლოთ PACE-ში მომხსენებლობა, სხვა ქვეყნებში არჩევნებზე დამკვირვებლობა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ასამბლეას წარდგენა. ამასთანავე, მათ PACE-ში წამყვანი პოზიციების დაკავება ეკრძალებოდათთ.
25 ივნისს კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ასამბლეაში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ასამბლეის სხდომაზე მიღებულ რეზოლუციას PACE-ს რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს, რომელიც კრძალავს ევროსაბჭოს დელეგაციებისთვის ხმის და ასამბლეაში გამოსვლის უფლების ჩამორთმევას. გარდა ამისა, ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა, რომ ქვეყნები, რომლებიც ამჟამად PACE-ში წარმოდგენილი არ არიან, ასამბლეის ივნისის სესიაში მონაწილეობისთვის განაცხადი ახლა შეიტანონ.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები