გამოვიდა ტომ იორკის რიგით მესამე სოლო ალბომი ANIMA. 9 ტრეკისაგან შემდგარი ალბომის ხანგრძლივობა 47:44 წთ-ს შეადგენს და ის ბრიტანელი მუსიკოსის სოლო კარიერაში რიგით მესამეა. ახალი ნამუშევარი, მისი წინამორბედისგან, Tomorrow's Modern Boxes -გან გასხვავებით, ამჯერად ცნობილ ინდი-ლეიბლზე, XL Recordings-ზე გამოიცა.

Radiohead-ის ფრონტმენის ახალი რელიზის პროდიუსინგი ამჯერადაც ნიგელ გოდრიჩს ეკუთვნის.

ამ ყველაფრის პარალელურად Netflix-ზე გავრცელდა რეჟისორ პოლ-ტომას ანდერსონის იგივე სახელწოდების მქონე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 15 წუთიან დისტოპიურ-ქორეოგრაფიულ ნამუშევარში, სადაც მთავარ როლს ტომ იორკი ასრულებს, შეგიძლიათ მოისმინოთ შემდეგი ტრეკები: Not the News, Traffic და Dawn Chorus.

ტომ იორკისა და პოლ-ტომას ანდერსონის თანამშრომლობა უცხო არ არის. ამერიკელმა რეჟისორმა 2016 წელს Radiohead-ის ალბომის, Moon Shaped Pool-იდან რამდენიმე კომპოზიციაზე ვიდეო გადაიღო.

ალბომის მოსმენა Spotify-ზეა შესაძლებელი.