8 საოცარი ფაქტი ცეფალოპოდების შესახებ
რვაფეხები, კალმარები და მათი მონათესავე წარმომადგენლები საუკუნეების მანძილზე ადამიანთა ფანტაზიის განუყოფელ მასაზრდოებელს წარმოადგენდნენ. მათი გრძელი საცეცები და ტემპერამენტული ქცევა მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების ინსპირაცია გახლდათ: კრაკენიდან და ნორდიკული მითოლოგიიდან დაწყებული იაპონური აკოკომაიუმით დამთავრებული. ლეგენდების მიხედვით, მათი საცხოვრებელი ოკეანის ფსკერი იყო, ხოლო ზომით კი იმდენად გიგანტურები იყვნენ, რომ გემებს და მთლიანად ვეშაპებს ერთ ლუკმაზე ყლაპავდნენ.
ცეფალოპოდებს სხვა უხერხემლოთაგან განსხვავებით საუკუნეთა განმავლობაში მიმდინარე ევოლუციური პროცესების წყალობით მეტად კომპლექსური ნერვული სისტემა განუვითარდათ. მაგალითისათვის, ცეფალოპოდების კიდურებს შეიძლება ითქვას რომ თავიანთი დამოუკიდებელი აზროვნება გააჩნიათ. უმთავრესად ეს უკანასკნელნი შენიღბვის ოსტატობით და თავიანთი ფორმების სწრაფი ცვლილებებით აოცებენ დამკვირვებლებს, ერთმანეთში კომუნიკაციისათვის კი ერთგვარ "მორზეს ანბანს" იყენებენ.
21 ივნისიდან 28 ივნისამდე ცეფალოპოდების კვირეული აღინიშნება. ამ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ 8 გასაოცარ ფაქტს ამ ჯადოსნური არსებების შესახებ.
MDMA რვაფეხებზე ადამიანების მსგავსად მოქმედებს
რვაფეხების კვლევა საკმაოდ რთული საკითხია. მეცნიერები ხშირ შემთხვევაში იძულებულნი არიან კვლევის ობიექტები ერთმანეთისგან განცალკევებულ აკვარიუმებში მოათავსონ, რათა რვაფეხებმა ერთმანეთი არ დახოცონ. გასულ წელს მეცნიერები ამ ცხოველებში ექსტაზის (იგივე MDMA) ზემოქმედებას დააკვირდნენ და აღმოჩნდა, რომ ისინი ამ დროს ადამიანთა მსგავსად უფრო სოციალურები ხდებიან და მეტიც, ერთმანეთს ეხუტებიან კიდეც.
რვაფეხებში ექსტაზი სეროტონინის გამოყოფას იწვევს. შედარებისათვის, ადამიანთა შემთხვევაში ტვინის მიერ სეროტონინის სინთეზი ბედნიერების განცდასთან ასოცირდება. აღნიშნული კვლევით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანებისა და ცეფალოპოდების ტვინის ბიოქიმია უფრო მეტად მსგავსია, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.
მელანთევზები გასაოცრად აგრესიულები არიან
ცეფალოპოდთა უმრავლესობა ძალზე აგრესიულია. გამონაკლისი არც მელანთევზები არიან. მამრები სხვა მამრებს ტერიტორიის კონტროლისთვის ესხმიან თავს. თუმცა ხშირად ისინი მდედრთან შეწყვილების უფლებისთვის იბრძვიან. აგრესიული სხეულის მოძრაობა, მანათობელი ფერები და მუქი ყავისფერი მელანი — ესაა მათი მთავარი იარაღი ამგვარი ტიპის ორთაბრძოლაში.
ცეფალოპოდების კიდურები დიდად არ განსხვავდება ადამიანთაგან
ცეფალოპოდებს, ბუზებსა და ადამიანებსაც კი, იმ გენების ნაწილი, რომლებიც კიდურების წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი, საერთო აქვთ. აღნიშნული გენები "მიუთითებენ" უჯრედებს, თუ რა მიმართულებით და ზომით უნდა გამოიზარდონ კიდურებად. განსხვავება ისაა, რომ რვაფეხები საბოლოოდ 8 კიდურით ასრულებენ განვითარებას, ხოლო ჩვენ- მხოლოდ ორით.
კალმარები და მელანთევზები ასევე დამატებით ორ სპეციალურ კიდურს განივითარებენ, რომლებიც მძლავრი მისაწოვრებით არიან აღჭურვილი. ეს მათ მსხვერპლის დაჭერაში ეხმარებათ. კალმარებისა და მელანთევზების ერთი კიდური კი ადაპტირებულია შეწყვილებისას მდედრის ორგანიზმში სპერმის ტრანსპორტირებისთვის.
ერთ დროს ყველა ცეფალოპოდს ნიჟარა ჰქონდა
ათობით მილიონი წლის წინ, ცეფალოპოდები მძლავრი ჯავშნით იყნენ შეირაღებულნი. მაგრამ 160-დან 100 მილიონ წლამდე შუალედში მელანთევზებმა, კალმარებმა და რვაფეხებმა განცალკევებით დაიწყეს ევოლუცია. აღნიშნულ პერიოდს მეზოზოიკური ზღვის რევოლუციის სახელით ვიცნობთ და სიცოცხლე იმ დროს მკვეთრად შეიცვალა. თევზთა სახეობებში გასაოცარი ცვლილებები მოხდა: მტაცებლები სულ უფრო ძლიერები და სწრაფები გახდნენ, რათა საკმაოდ მსხვერპლის დაჭერა და მათი ნიჟარის დამსხვრევა შესძლებოდათ.
"მაღალ-მეტაბოლურ, სწრაფ ცხოველად ჩამოყალიბება გადარჩენისათვის უფრო მეტად წარმატებული სტრატეგია გახლდათ" — განაცხადა ალასტერ ტენერმა, ბრისტოლის უნივერსიტეტის ბიოლოგმა.
ცეფალოპოდები სახიფათოდ ჭკვიანები არიან
დღეისათვის დაახლოებით 800- მდე სახეობის ცეფალოპოდი არსებობს და თითოეული მათგანი განსაკუთრებულად ჭკვიანია. მათ სხეულთან შედარებით უფრო დიდი ზომის ტვინი და მილიონობით ნეირონი თავიანთ კიდურებში გააჩნიათ. მათ ასევე განივითარეს უნიკალური გენეტიკური მექანიზმი, რნმ-ედიტინგი. ეს ცეფალოპოდებს საშუალებას აძლევთ თავიანთ ნეირონებში მრავალგვარი ცილა დაასინთეზონ. ევოლუციის მანძილზე ამ პროცესის დახმარებით მათ მეტად კომპლექსური კოგნიტური უნარები განუვითარდათ, ვიდრე მონათესავე უხერხემლოებს, მაგალითად ლოკოკინებს.
პიგმენტები ცეფალოპოდებს შენიღბვის ოსტატებად აქცევს
ცეფალოპოდებს შეუძლიათ თავიანთი კანის ფერი შეიცვალონ იმის მიხედვით, თუ რა გარემოში იმყოფებიან: ქვიშაში, მარჯანზე თუ ბალახში. მათი ამგვარი ფერადი ტრანსფორმაცია შესაძლებელი ხდება კანში არსებული პიგმენტური ტომსიკების საშუალებით. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევით დადგინდა, რომ ზოგიერთი ცეფალოპოდი (მაგ. კალმარი), კანში სპეციფიკურ პიგმენტს გამოიმუშავებს, რაც მათ კანს მეტალის ელფერს ანიჭებს. ამგვარად ისინი გარმოს სინათლეს აირეკლავენ და უკეთ ინიღბებიან.
"ჩვენ არ ვწყვეტთ ამ არსებებით გაკვირვებას. საკამარისია ჩათვალო, რომ შენ მათი ორგანიზმის მუშაობის პრინციპებს ჩასწვდი, რომ რაღაც ახალს აღმოაჩენ" — აღნიშნავს ქიმიის პროფესორი ლეილა დერავი, ბოსტონის ნორთისთერნის უნივერსიტეტიდან.
მათ შეუძლიათ წყალქვეშ "ფრენა"
Nautilus Pompilius რვაფეხების და კალმარების ნაკლებად ცნობილი ნათესავია. იგი ერთადერთი ცეფალოპოდია, რომელსაც გარე ნიჟარა ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს. მიუხედავად მისი ფორმისა, იგი კალმართან შედარებით უფრო ეფექტური მოცურავეა, რადგანაც წყალს სპეციალურ მილში, სიფუნკულში შეიწოვს და შემდგომ მას ნაკადურად უშვებს. ეს ნაუტილუსს ბიძგს აძლევს და სწორედ ამგვარი მფრინავი ფორმით ახერხებს გადაადგილებას.
კალმარების სექსი ძალზე აგრესიულია და იგი ცუდად სრულდება
კალმარები და რვაფეხები დიდი ხნით არ ცოცხლობენ — ჩვეულებრივ, მათი საარსებო ციკლი საკმაოდ ძალადობრივი სქესობრივი აქტით სრულდება. მამრი კალმარები თავიანთ სპერმას მაღალი წნევით შეუშვებენ მდედრის ორგანიზმში და შემდგომ კვდებიან. კვერცხების გამოჩეკის შემდგომ, მდედრები სასიკვდილო შიმშილობას იწყებენ. ზოგიერთი სახეობა სიკვდილის შემდგომ ოკეანის ფსკერზე ეშვება, სადაც საკვებ მასალად იქცევა კიბოსნაირთა და ზღვის ვარსკვლავთათვის. კალმარების სიკვდილს ერთგვარი პოეტური სამართლიანობა გასდევს- მათი ჩონჩხი ნახშირბადს იჭერს და ამგვარად მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
კომენტარები