ნიკ ქეივი: მორისის შემოქმედება და მისი პოლიტიკური ხედვები სხვადასხვა რამაა
ცოტა ხნის წინ, მორისიმ ჯიმი ფელონის შოუში ახალი ალბომიდან California Son სიმღერა Morning Starship შეასრულა. მას ბრიტანეთის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდამჭერი ლოგო ეკეთა.
პარტიის For Britain ლიდერი, ენი მარი ვოთერსი ისლამს "ეშმაკს" უწოდებს და მოიხსენიებს კულტურად, რომელიც "თანამედროვე საზოგადოებაში ვერ ჯდება". ცოტა ხნის წინ, მან მორისის მადლობა გადაუხადა პარტიის მხარდაჭერისთვის.
ავსტრალიელი მუსიკოსი, ნიკ ქეივი კითხვაზე თუ რას ფიქრობს The Smiths-ის ფრონტმენის, მორისის შესახებ მის ადრეულ წლებში და დღევანდელ დღეს — პასუხობს "პირადად მე, როდესაც სიმღერას ვწერ და პუბლიკას წარვუდგენ, ის უკვე აღარაა ჩემი სიმღერა. ამას ყველა თავისებურად იღებს და ეს უკვე ჩვენი ერთობლივი შემოქმედებაა."
შემდეგ კი განაგრძობს:
"მაგალითად, როდესაც ჩემ საყვარელ სიმღერას, ნილ იანგის On The Beach-ს ვუსმენ, მგონია, რომ ეს სიმღერა ექსკლუზიურად მე მესაუბრება. ყველანაირი რაციონალურობის მიღმა ვფიქრობ ხოლმე, რომ ის ჩემი წარმოსახვისთვის დაიწერა და ჩემ ცხოვრებას ერგება. ის მე მესმის ყველაზე კარგად და სხვა არავის. სწორედ ეს არის მუსიკის სილამაზე.
მორისის რაც შეხება, მე მგონია, რომ მისი ქცევა და შეხედულებები განცალკევებულად უნდა განვიხილოთ. მისი მუსიკის სმენისას მისი პოლიტიკური შეხედულებები არარელევანტური ხდება. რაც არ უნდა თქვას, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მისმა შთამბეჭდავმა მუსიკალურმა კატალოგმა უამრავი ფანის ცხოვრებას კვალი დაატყო. ეს პატარა საქმე არ არის."
ნიკ ქეივს მიაჩნია, რომ ვინც არტისტების ბოიკოტირებას მათი შეხედულებების გამო ახდენს, მხოლოდ საკუთარ თავს უკეთებს ცუდ საქმეს. - "მე მესმის, თუ რატომ აკეთებენ ადამიანები ამას, მაგრამ ამავდროულად მგონია, რომ ბევრს კარგავენ." - ამბობს მუსიკოსი.
"უბრალოდ ვაცადოთ, ჰქონდეს მორისის ის შეხედულებები, რაც აქვს. როცა შეგვეძლება დავაყენოთ გამოწვევის წინაშე, მაგრამ მივცეთ უფლება მის მუსიკას, რომ იარსებოს. ჩვენ ყველას გვაქვს კონფლიქტი საკუთარ თავთან და ყველანი ვუშვებთ შეცდომებს."
The Smiths-ის ყოფილი ფრონტმენი ბოლო წლებში კონტროვერსული ფიგურა გახდა. 2007 წელს მან NME-სთან ინტერვიუში თქვა, რომ სხვა ეროვნების ადამიანები "ბრიტანულ იდენტობას" აქრობენ. 2010 წელს მან ჩინელებს "ქვესახეობები" უწოდა. ისლამის მხრიდან ხორცის შეზღუდვაზე კი თქვა, რომ ეს "ბოროტება იყო".
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები