პუტინი ამბობს, რომ ლიბერალიზმი "მოძველებულია"
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დიდი ოცეულის სამიტამდე, Financial Times-თან ინტერვიუში თქვა, რომ ლიბერალიზმი "მოძველდა".
იდეოლოგია, რომელსაც დასავლეთში დემოკრატიის განვითარება ეფუძნება, რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით თავი არსებობის მიზანს დროში გასცდა.
მან ასევე ევროპასა და ამერიკაში აღმოცენებული პოპულიზმი შეაქო და თქვა, რომ მულტიკულტურალიზმის მსგავსმა იდეებმა "სიმტკიცე დაკარგეს". ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"[ლიბერალებს] არავისთვის არაფრის მითითება შეუძლიათ, იმის მიუხედავად, რომ ათწლეულებია ამას ცდილობენ", — განაცხადა პუტინმა, რომელიც მეოთხე ვადითაა არჩეული რუსეთის პრეზიდენტად.
ის დასძენს, რომ ლიბერალიზმი მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს ეწინააღმდეგება და რითიც გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის გადაწყვეტილებაზე მიუთითებს, რომელმაც მიგრანტების დიდ ნაწილს გერმანიაში შესვლის უფლება მისცა.
"ლიბერალიზმის იდეოლოგიის მიხედვით, არაფერი არაა გასაკეთებელი. მიგრანტებს შეუძლიათ დაუსჯელად მოკლან, გაძარცვონ და გააუპატიურონ, რადგან მათი, როგორც მიგრანტების უფლებები, დაცულია", — ამბობს პუტინი.
66 წლის პუტინმა ლგბტ თემის უფლებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს ლგბტ თემის წარმომადგენლებთან "პრობლემა არ აქვს", თუმცა მათ თავისუფლად ცხოვრების უფლებას არ მისცემს:
"არავისთვის მსურს ტრამვის მიყენება, რადგან ჩვენ ჰომოფობიას გვაბრალებენ. მაგრამ ჩვენ ლგბტ თემის წარმომადგენლებთან პრობლემა არ გვაქვს. თუმცა ღმერთმა დაგვიფაროს, მათ ისეთი ცხოვრების უფლება მივცე, როგორიც სურთ. რაღაცები ჩვენთვის მეტისმეტია. ისინი ამბობენ, რომ ბავშვებს 5-6 გენდერული როლით ცხოვრება შეუძლიათ.
ყველას ვაძლევთ ბედნიერად ცხოვრების უფლებას, ამის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მათ ჩვენი კულტურის, ტრადიციებისა და იმ მილიონობით ადამიანის ტრადიციული ოჯახის ღირებულებების დაჩრდილვის უფლებას არ მივცემთ, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ".
ინტერვიუში პუტინმა ასევე შეაქო ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მას "ნიჭიერი ადამიანი" უწოდა, რომელმაც "იცის, როგორ მოექცეს ამომრჩეველს".
ევროკავშირის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი დღეს პუტინის ინტერვიუს გამოეხმაურა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის მოსაზრებებს სრულად ეწინააღმდეგებოდა:
"ის, ვინც ამბობს, რომ ლიბერალიზმი ძველმოდურია, ასევე ამბობს, რომ მოძველებულია თავისუფლების ცნება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მე ძველმოდურად მეჩვენება ავტორიტარიზმი, პერსონალური კულტები და ოლიგარქების მმართველობა, რომელიც შესაძლოა ვინმეთვის ეფექტიანი ჩანდეს".
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები