რას ამბობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები აქციის დაშლაზე
თბილისში პარლამენტის წინ 20 ივნისის აქციის დაშლა შეაფასა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ და საელჩომ. ისინი ხელისუფლებას აკრიტიკებენ აქციის ძალადობრივი მეთოდით დაშლის ნაწილში და მეტი პასუხისმგებლობისა და გამოძიების აუცილებლობისკენ მოუწოდებენ.
ევროკავშირის ქვეყნების ელჩების საგანგებო განცხადება
ელჩები ხელისუფლებას გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ 20 ივნისს გადამეტებული ძალის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით:
"ძალადობრივი მოქმედების წაქეზებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია პოლიციის პასუხი. ომბუდსმენის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ".
Amnesty International
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International 20 ივნისის აქციის დაშლას მეორე დღესვე გამოეხმაურა. ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივი და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ, "აქციის ძალადობრივი მეთოდით დაშლის გამო". ორგანიზაციას განცხადებაში მოჰყავს სამხრეთ კავკასიაში მათივე წარმომადგენლის, ლევან ასათიანის კომენტარი, რომელიც ჰყვება:
"მოწმეები საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდნენ, როდესაც ხედავდნენ, როგორ ისროდა პოლიცია რეზინის ტყვიებს განურჩევლად, მომიტინგეების მიმართლებით. არაეთიკური სროლის შემთხვევები დასტურდება ვიდეოკადრებითაც. რეზინის ტყვიებს სერიოზული დაზიანებების გამოწვევა შეეძლო და არ შეიძლება ხალხის დასაშლელად მათი გამოყენება. პოლიციას აქვს ვალდებულება დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უპასუხოს ძალადობას, მაგრამ მათი პასუხი უნდა იყოს საჭირო და პროპორციული".
გაგრძელებულ პროტესტთან დაკავშირებით ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიციას თავშეკავებისკენ და მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლების უზრუნველყოფისკენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მძიმედ შეიარაღებული პოლიციის მიდგომის შედეგად მძიმედ დაშავდა არაერთი პირი, მათ შორის, 31 ჟურნალისტი — უმეტესი მათგანი რეზინის ტყვიით დაზიანდა, მიუხედავად იმისა, რომ იდენთიფიცირდნენ, როგორც ჟურნალისტები.
Human Rights Watch
"თბილისში, პარლამენტის შენობის წინ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით გაუფრთხილებლად დაარბიეს ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი", — ასე აფასებს ორგანიზაცია Human Rights Watch 20 ივნისის აქციის დაშლას.
ორგანიზაციის დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, გიორგი გოგია საერთაშორისო სამართლის პრინციპებს იშველიებს და ამბობს, რომ პოლიციამ უნდა გამოიყენოს მკაცრად პროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მხრიდან შექმნილი საფრთხის პასუხად, ხოლო ისეთი ზომები, როგორიცაა, მაგალითად, რეზინის ტყვიები უნდა გამოიყენოს როგორც უკანასკნელი საშუალება:
"სპეცრაზმს შეუძლია ლეგიტიმურ ზომებს მიმართოს, რათა თავიდან აირიდოს ხალხის მიერ პარლამენტის შტურმი, მაგრამ ძალის გამოყენებისას, ისინი ვალდებულები არიან დაიცვან ადამიანის უფლებათა სტანდარტი, მათ შორის რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას", — ამბობს გიორგი გოგია და ამატებს: "პასუხად მათ ეს არ გაუკეთებიათ პარლამენტის წინ. ამ ვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პოლიციამ დაიცვას ყველა ეს სტანდარტი".
Human Rights Watch წერს, რომ ისინი მთელი საღამოს განმავლობაში აკვირდებოდნენ განვითარებულ მოვლენებს და დააფიქსირეს რამდენიმე ფაქტი, როდესაც სპეცრაზმელი მოხვდა აქციის მონაწილეებს შორის, ხალხმა კი იგი სამშვიდობოს გაიყვანა.
"აქციის ზოგიერთმა მონაწილემ ბოთლი ესროლა პოლიციას, თუმცა სხვა მხრივ, შეკრებილი ხალხი ძირითადად მშვიდობიანი იყო... პოლიციამ უნდა დაიცვას ძალის გაზრდის პრინციპი. ძალის გამოყენებისას სამართალდამცავებმა უნდა იმოქმედონ თავშეკავებულად, პროპორციულად და გამოიწვიონ მინიმალური დაზიანება. მაშინაც კი როდესაც პოლიციას აქვს უკანონო პროტესტის დაშლის საფუძველი, მას მაინც არ აქვს ძალის გამოყენების "კარტ ბლანში", — წერია განცხადებაში.
საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)
ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის პროგრამების დირექტორი, სტივენ ნიქსი ამბობს, რომ იმ ქვეყნისთვის, რომელიც დასავლეთში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, 20 ივნისის ღამის მოვლენების მსგავსი სცენარი მიუღებელი უნდა იყოს.
"ჩვენ გვესმის ქართველი ხალხის განცდები, როცა ოკუპანტი და შემოჭრილი ქვეყანა გზავნის დეპუტატებს მათ პარლამენტში. ეს ქართველი ხალხის არჩეული პარლამენტია, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს. ამ ხალხის დაპატიჟება ვიღაცის მიერ მცდარი გათვლა იყო", — ამბობს ის. ნიქსის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აქციას გადამეტებულად უპასუხა. ის მთავრობას დიალოგისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მთავრობას აქვს ვალდებულება და მოვალეობა აქციის მონაწილეებთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკების.
კარნეგის ფონდი
ევრაზიის პროგრამების მკლევარი კარნეგის ფონდიდან, პოლ სტრონსკი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ უფრო ბრუტალურად უპასუხა აქციას, ვიდრე ავტორიტარული ყაზახეთის სამართალდამცავებმა. სტრონსკი ხაზს უსვამს სპეციალური დანიშნულების რაზმის მოუმზადებლობას და ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან დასავლელმა პარტნიორებმა აქციის კონტროლის შესახებ წვრთნებში, დიდი რესურსი ჩადეს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"ჩვენ გვესმის ის აღშფოთება, რაც გამოიწვია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნამ... ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაუშვებელია", — წერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მხარეს, სიმშვიდისკენ და ესკალაციის თავიდან არიდებისკენ:
"ჩვენ გვსურს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ მოქალაქეების უსაფრთხოების, მათი შეკრებისა და გამოხატვის უფლების მიმართ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე".
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომენტარები