40 წელს გადაცილებულებმა კვირაში 3 დღეზე მეტი არ უნდა იმუშაონ - კვლევა
გულწრფელად რომ ვთქვათ, 5-დღიანი სამუშაო კვირა დიდად არავის ეხატება გულზე. მაგრამ თუ ნაკლები მუშაობისთვის გამამართლებელ მიზეზს ეძებთ, მეცნიერება თქვენ მხარესაა; ყოველ შემთხვევაში მაშინ მაინც, თუ 40 წელს გადაცილებული ხართ.
მელბურნის ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალში, Melbourne Institute Worker Paper, გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 40 წელს გადაცილებული პირები ყველაზე პროდუქტიულები მაშინ არიან, როცა კვირაში სამი ან ნაკლები დღით მუშაობენ.
გამოცემა Newser განმარტავს, რომ მკვლევარები ამ დასკვნამდე 3000 კაც და 3500 ქალ მოხალისეზე დაკვირვების შედეგად მივიდნენ. მეცნიერებმა მონაწილეებს კოგნიტური ტესტების შევსება დაავალეს, რომლებზე დაყრდნობითაც თითოეულის შრომითი ჩვევები, მეხსიერება და ორგანიზაციული და აბსტრაქტული აზროვნების უნარები გააანალიზეს.
კოგნიტური ტესტები მოხალისეებს უკუღმა კითხვას, სიტყვების ხმამაღლა წაკითხვასა და შეზღუდულ დროში ციფრების ასო-ბგერებთან დაკავშირებას სთხოვდა. მონაწილეების კოგნიტური შესაძლებლობები გაუმჯობესდა, როცა მათი სამუშაო დრო მკვლევარებმა 25 საათამდე გაზარდეს. თუმცა, 25 საათის შემდეგ მათ შენიშნეს, რომ აღნიშნულმა მაჩვენებელმა - როგორც კაცებში, ისე ქალ მოხალისეებში - გაუარესება დაიწყო.
კვლევის შედეგთაგან ყველაზე მოულოდნელი, სავარაუდოდ, ის იყო, რომ მოხალისეებმა, რომელთაც კვირაში 55 საათით მუშაობა ევალებოდათ, პენსიონერებსა და უმუშევრებთან შედარებით დაბალი კოგნიტური შედეგები აჩვენეს.
"ბევრი ქვეყანა საპენსიო ასაკის გაზრდას აპირებს და იმ ასაკობრივ ზღვარს სწევს მაღლა, რომელიც საპენსიო სარგებლის მიღებაზეა დაწესებული. ეს კი ნიშნავს, რომ სულ მეტი ადამიანი განაგრძობს ცხოვრების გვიანდელ ეტაპებამდე მუშაობას", - განაცხადა მოხსენების თანაავტორმა, კეიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, კოლინ მაკენზიმ, - "ინტელექტუალური სტიმულაციის ხარისხი შეიძლება, რომ სამუშაო საათების რაოდენობამაც განსაზღვროს. მუშაობა ორლესური მახვილივითაა - მას, ერთი მხრივ, ტვინის აქტივობის სტიმულირება შეუძლია, მაგრამ, ამავდროულად, ხანგრძლივმა სამუშაო საათებმა, შესაძლოა, გადაღლა და სტრესი გამოიწვიოს, რასაც პოტენციურად კოგნიტური ფუნქციების დაზიანება შეუძლია".
მაკენზის თქმითვე, მათ კვლევაში ხაზგასმულია, რომ "სამუშაო საათებში განსხვავება მნიშვნელოვანია შუახნისა და ხანშიშესულ პირებში კოგნიტური ფუნქციების შესანარჩუნებლად" და რომ ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, შესაძლოა, "კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებისათვის ეფექტიანი აღმოჩნდეს".
ასე რომ, თქვენივე ჯანმრთელობისთვის, გთხოვთ, ამდენსაც ნუ იმუშავებთ!
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები