ივნისის თვეში კანადის ერთ ყურეში 6 ვეშაპი მოკვდა: გაეცანით მათ ისტორიებს
სენტ-ლორენსის ყურეში, კანადაში, ბოლო 1 თვის განმავლობაში 6 მკვდარი ჩრდილო-ატლანტიკური სადა ვეშაპი იპოვეს. ეს მაჩვენებელი მთლიანი პოპულაციის 1%-ზე მეტს შეადგენს.
მკვდარ ვეშაპთაგან ერთ-ერთი 38 წლის მდედრია, სახელად Punctuation. ამ ჩრდილო-ატლანტიკურ სადა ვეშაპს მეცნიერებმა ეს სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ მის თავზე მცირე ზომის ნაიარევები წერტილებსა და მძიმეებს მოგაგონებდათ. 1981 წლიდან მოყოლებული იგი დამკვირვებლებმა 250-ჯერ შენიშნეს. Punctuation-მა 8 ნაშიერის გაზრდა მოახერხა და მათგან ორს ამჟამად თავიანთი შვილები ჰყავთ. მისი დანარჩენი შვილების ბედიც ტრაგიკული გამოდგა: ერთი შვილი 2016 წელს გემთან შეჯახების შემდგომ მოუკვდა. მეორე ქალიშვილი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მისი ნაშიერი სათევზაო ბადეებმა შეიწირა. Punctuation-ის ვაჟი შვილიშვილი ბოლოს 2011 წელს შენიშნეს: მას ზურგზე გემის პროპელერის მიერ მიყენებული ღრმა ჭრილობები აღენიშნებოდა. მას შემდეგ იგი აღარც გამოჩენილა. მეცნიერთა ვარაუდით, იგი უკვე დიდი ხნის მკვდარია.
მიუხედავად ბებიის სტატუსისა, Punctuation ჯერ კიდევ რეპროდუქციული ასაკის ვეშაპი გახლდათ. მისი სიკვდილი დიდი დარტყმაა პოპულაციისთვის. მეცნიერებმა მისი ნეშტი უკვე სანაპიროზე გამოიტანეს და ნეკროფსია ჩაუტარეს. სიკვდილის მიზეზი გემის პროპელერის მიერ მიყენებული ღრმა ჭრილობა აღმოჩნდა
ვეშაპი სახელად Comet დაახლოებით 33 წლის იქნებოდა და მეცნიერები მასაც კარგად იცნობდნენ. ეს სახელი მას მარჯვენა მხარეს კომეტის ფორმის დიდი ნაიარევის გამო შეარქვეს. იგი 1985 წლიდან 2017 წლამდე რეგულარულად სტუმრობდა კოდ-ბეის ყურეს. Comet-ამ საკვების ძიებაში მოგვიანებით უფრო ჩდილოეთით, სენტ-ლოურენსის ყურისკენ გადაინაცვლა. ბოლო წლებში იგი რამდენჯერმე დაზიანდა სათევზაო ბადეებში გახვევის შემდგომ. ეს საოცარი ვეშაპი ბაბუა ასაკიანი ბაბუა გახლდათ. მისი ნეშტი მეცნიერებმა გასულ სამშაბათს იპოვნეს.
ვეშაპი სახელად Wolverine პირველად 2010 წელს შენიშნეს ფლორიდის სანაპიროსთან, შემდგომ ჯორჯიასთან და ახალი ინგლისის სამხრეთით. ის დედასთან ერთად სამხრეთისკენ ბრუნდებოდა. ამის შემდგომ მას ხშირად ხედავდნენ კოდ-ბეის ყურესთან. დედამისი 2013 წელს სათევზაო ბადეში გახვევის შედეგად მოკვდა. მის სახელს რაც შეეხება, 9 წლის ვეშაპს კუდზე გემის პროპელერისგან მიყენებული ჭრილობა ჰქონდა, რომელიც "მარველის" კომიქსების გმირის, Wolveine-ს მიერ მიყენებულ ჭრილობას მოგაგონებდათ.
2017 წელს Wolverine პირველად შენიშნეს კანადაში, სენტ-ლორენსის ყურეში, მისი სახეობისთვის უჩვეულოდ შორს, ჩრდილოეთით. მეცნიერთა ვარაუდით აღნიშნულის მიზეზი გლობალური დათბობით გამოწვეული საკვების შემცირება გახლავთ და ვეშაპებიც იძულებულნი არიან სარჩოს საძებნელად მათთვის უცხო ტერიტორიებზე გადაადგილდნენ. Wolverine-ს ნეშტი მეცნიერებმა 4 ივლისს იპოვეს.
გასულ სამშაბათს, ნიუ ბრუნსვიკში, აკადიის ნახევარკუნძულთან, Comet-ის ნეშტის სიახლოვეს იპოვეს ასევე ახალგაზრდა, 11 წლის მკვდარი მდედრი ვეშაპი, რომელსაც სახელი ჯერ ჰქონდა შერქმეული. მეცნიერები მას კატალოგის ნომრით #3815 მოიხსენიებდნენ. მან სულ ახლახანს მიაღწია სქესობრივ მომწიფებას და შეწყვილება ასეც ვერ მოასწრო.
26 ივნისს კვებეკის პროვინცია, კუნძულ ანტიკოსტიზე გამოირიყა 16 წლის მდედრი ვეშაპის ნეშტი. შერქმეული სახელი მასაც არ ჰქონდა: კატალოგიში იგი მოხსენიებული იყო ნომრით #3329. მის სხეულზე არსებული ნაიარევებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიცოცხლის მანძილზე იგი მინიმუმ 4-ჯერ მაინც დაზიანდა სათევზაო ბადეებში გახვევით.
სულ ბოლოს, 27 ივნისს სენტ-ლორენსის ყურეში რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ვეშაპის, სახელად Clipper-ის ნეშტი იპოვეს. ეს სახელი მას 2004 წელს შეერქვა, როდესაც გემთან შეჯახების შემდგომ კუდის ნაწილი მოეკვნიტა. თავისი სიცოცხლის მანძილზე მან მხოლოდ ერთი ნაშიერის გაჩენა მოასწრო, 2016 წელს.
გადაშენების პირას მყოფი სახეობის შემსწავლელმა ორგანიზაციამ The New England Aquarium ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
მკვლევარებმა ასევე აღნიშნეს, რომ ასობით სადა ვეშაპებმა მიგრაცია სენტ-ლორენსის ყურის ჩრდილოეთისკენ დაიწყო. აღნიშნულის მიზეზი წყლის ტემპერატურის მატებაა ფანდისა და მეინის ყურეში, რამაც ვეშაპთა ძირითადი საკვები, ნიჩაბფეხიანები ამ წყლებიდან გააქრო.
20 ივნისს ჟურნალში Diseases of Aquatic Organisms გამოქვეყნდა კვლევა, სადაც გაანალიზებული გახლდათ ჩრდილო ატლანტიკური სადა ვეშაპების სიკვდილიანობის მიზეზები 2003-2018 წლების შუალედებში. ამ პერიოდის განმავლობაში 70 ვეშაპი მოკვდა. 43 შეთხვევაში ზუსტი მიზეზის დადგენა მოხერხდა და ამ შემთხვევათა 90%-ში მიზეზი სათევზაო ბადეში გახვევა ან გემთან შეჯახება იყო. ბუნებრივი სიკვდილით ერთი ვეშაპიც კი არ მომკვდარა — თითოეულ შემთხვევაში მთავარი მიზეზი ადამიანის საქმიანობა გახლდათ, ვკითხულობთ კვლევის დასკვნაში.
New England Aquarium-ის მკვლევარები აღნიშნულ სახეობას 1970 წლების დასაწყისიდან აღწერენ და აკვირდებიან. 2017 წლის აღწერით ჩრდილო-ატლანტიკური სადა ვეშაპების რაოდენობა სულ რაღაც 411 ინდივიდს შეადგენდა.
ამ ტრაგიკული მოვლენების საპასუხოდ კანადის ტრანსპორტის სამინისტრომ აღნიშნულ წყლებში სიჩქარის შემზღუდავი რეგულაცია გამოსცა, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა.
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
კომენტარები