eZo-ს მეორე ტალღა და ორი დერიკის ამბავი
დრო რომ სწრაფად გადის, ხომ გახსოვთ? ჯერ ერთი, 2019 წლის ნახევარი უკვე მიიწურა (საკუთარი თავისთვის მიცემული რამდენი დაპირება შეასრულეთ ამ დროში?) და მეორეც: თითქოს გუშინ ვწერდით ეზოს ფესტივალის დაწყებაზე, 13 ივლისს კი უკვე მისი დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართება. რას ვიზამთ, ყველაფერი, რაც კარგია, ლიმიტირებულია. მათ შორის, ასეთი საღამოებიც და მათზე დასასწრები ბილეთებიც.
13 ივლისს ეზოზე გასართობად ასულ ადამიანებს და, ამ სტატიის ავტორსაც, უსერიოზულესი ამბავი დახვდებათ ადგილზე. ორი დერიკი: დერიკ მეი და დერიკ კარტერი ეცდებიან, ელექტრონული მუსიკის სათავეებთან დაგვაბრუნონ და გაგვახსენონ, ის რაც მთავარია: მეგობრობა, ცეკვა, თავისუფლება.
Derrick May
დერიკ მეი ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია, რადგან ის, რასაც ამჟამად ტექნოს ვუწოდებთ, მის გარეშე ამ ფორმით ვერ იარსებებდა.
მეი 1963 წელს, დეტროიტში დაიბადა. როცა თინეიჯერი იყო, ტექნოს სხვა მამებს, ხუან ატკინსსა და კევინ საუნდერსონს შეხვდა. ევროპული ელექტრონული მუსიკისა და აფროამერიკული საცეკვაო რიტმების შეზავებით ატკინსმა, მეიმ და საუნდერსონმა შექმნეს სტილი, რომელიც ერთდროულად ფუტურისტული და ემოციური იყო. მაშინ, რა თქმა უნდა, არც ერთმა არ იცოდა, რომ გარდატეხის სათავეში იდგნენ.
მეის ადრეული ჩანაწერები Nude Photo, The Dance, Strings of Life და Illusion სამი დეკადის შემდეგაც კი არ კარგავს თანამედროვეობას. სწორედ მისმა ხედვამ გამოიწვია ევროპაში რეივის აფეთქება 80-იანების ბოლოს, მეი კი მოთხოვნად მუსიკოსად აქცია. მისი ლეიბლი Transmat 1986 წელს შეიქმნა, რამაც თავის მხრივ, დეტროიტულ ტექნოს განვითარების ახალი გზა გაუხსნა.
დერიკ მეი ამჟამად ინსპირაციას კლასიკურ მუსიკაში პოულობს, თუმცა როგორ განწყობას შემატებს ის ეზოს ფესტივალს, ეს ადგილზე უნდა მოისმინოთ.
Derrick Carter
როგორც Resident Advisor წერს, დერიკ კარტერი ქმნის მუსიკას, ცეკვავს, მღერის და გატაცებულია ფეხსაცმელებით. ყოველ შემთხვევაში მის ინსტაგრამზე ერთი შეხედვაც კი ამ წინადადების სისწორეში დაგარწმუნებთ.
ფირფიტებზე დაკვრა 9 წლის ასაკში, ოჯახურ შეკრებებზე დაიწყო, თინეიჯერობის ასაკში კი ჩიკაგოს ჰაუსის სცენის ერთ-ერთი პიონერი გახდა. ის, რაც სხვა დიჯეებისგან გამოარჩევდა, ექსპერიმენტების სიყვარული იყო. 1987 წელს სადებიუტო სინგლი Love Me Right გამოუშვა და მას შემდეგ არ გაჩერებულა.
თვითონ ამბობს, რომ ყველაზე მეტად ადამიანებისთვის სიხარულის მოტანა უყვარს.
"ძალიან ხშირად მოდიან ჩემთან და მეუბნებიან: საშინელი დღე მქონდა, შეყვარებულმა მიმატოვა, მანქანა შემთხვევით ჩამეკეტა, მაგრამ მერე ორი საათი გისმინე და ახლა უკვე ვიცი, რომ ხვალ დილით ადგომას შევძლებ. ეს საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება მოისმინო".
ასე რომ, თუ საყოფაცხოვრებო პრობლემები ზედმეტად გაწუხებთ, დერიკ კარტერს შეიძლება ამ პრობლემებზე პასუხი ჰქონდეს..... ან არც ჰქონდეს. წინასწარ რას გაიგებთ!
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაა. ამას გარდა, 13 ივლისს ეზოში დაგხვდებათ ბერლინური კლუბი სისიფოსი, სიგრილე, სიმწვანე, პიცა და კარგი ხედი, მაგრამ ამ ყველაფერზე შემდეგ სტატიაში ვილაპარაკოთ.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები