ჰონგ-კონგის პარლამენტში შეჭრილი დემონსტრანტები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა
ჰონგ-კონგში დემონსტრანტები ადგილობრივი პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ეს ჩინეთის შემადგენლობაში ჰონგ-კონგის დაბრუნების 22 წლისთავზე, პირველ ივლისს მოხდა. დემონსტრანტებმა შენობაში რამდენიმე საათი გაატარეს, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი ცრემლსადენი გაზითა და ძალის გამოყენებით დაშალა. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის შუშის კარები ჩაამტვრიეს, დააზიანეს ავეჯი და კედლებზე საპროტესტო ლოზუნგები დატოვეს. მათ იარაღად საგზაო ნიშნები და რკინის ე.წ. არმატურები გამოიყენეს. მათ პარლამენტის სპიკერების პორტრეტებს საღებავი გადაასხეს. დემონსტრანტებმა სხდომათა დარბაზში ის დროშა გამოფინეს, რომელიც ბრიტანეთის კოლონიად ყოფნის დროს გამოიყენებოდა. სწორედ ეს დროშა გახდა პროტესტის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო.
უკვე რამდენიმე კვირაა ჰონგ-კონგის ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოდის. ისინი ექსტრადიციის ახალი კანონის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც უფლებას აძლევს ბრალდებულები იმ იურისდიქციებს გადასცენ, რომელთაც ჰონგ-კონგს, როგორც ავტონომიურ ერთეულს ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება გაფორმებული არ აქვს.
1997 წელს ჰონგ-კონგი ბრიტანული კოლონიიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას დაუბრუნდა, თუმცა ბოლო დრომდე მნიშვნელოვან ავტონომიას ინარჩუნებდა — ერთი ქვეყანა, ორი სისტემა. აქტივისტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ექსტრადიციის შესახებ კანონი ჩინეთზე დამორჩილებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
აქციების დაწყებისა და პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კანონპროექტზე მუშაობას განუსაზღვრელი ვადით გადადებდნენ. ოპოზიციამ ეს მხოლოდ ტაქტიკურ ნაბიჯად აღიქვა და კანონპროექტზე საბოლოოდ უარის თქმას ითხოვს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლება ამბობს, რომ დემონსტრანტები უცხოეთიდან წამოსული მითითებებით მოქმედებენ. გარდა ამისა, მათ დასავლური ქვეყნები შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ჩინეთს ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდეს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები