პიდარასტები ყავენ აქციაზე, ვენაცვალე გახარიას — სამტრედიის მერის რწმუნებულის ჰომოფობიური განცხადება
სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე სოფელ მელაურის რწმუნებულმა სოფიკო კიკაჩეიშვილმა პრორუსული განცხადებები გააჟღერა და საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენია.
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე", "ნეტა რუსეთთან აღდგებოდეს კარგი ურთიერთობა", — ამ შინაარსის ფეისბუქსტატუსების გამო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა მამუკა ბიბილეიშვილმა სოფიკო კიკაჩეიშვილის გადაყენება მოითხოვა.
პირველ ივლისს ფეისბუქში გავრცელებულ ვიდეოში ისმის, რომ ოპოზიცია ამ განცხადებების გამო კიკაჩეიშვილს ქართული ოცნების სახედ მოიხსენიებს, კიკაჩეიშვილი კი პასუხობს:
"რა სახე, რა ხელებს მიშლი, უზრდელი ეს. რას გავდით საერთოდ, თუ გქონდათ ან სოფელი ან ქალაქი. ვაზაგაშვილის, გირგვლიანის სულს, რას პასუხობთ, არაკაცებო თქვენ. მე ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას 10-იანზე ვასრულებ და მაქვს, ჩემი აზრი. ცისფერები, ლეზბიანკები, პიდარასტები ყავენ იქ და ნაციონალები. ვინ არის იქ ნორმალური, სამარცხვინოები ხართ. ვენაცვალე გახარიას. ჩემი შვილი იქ ვერ გაბედავდა გასვლას. რუსეთი კარგი რომაა ის რომ ვთქვი, მაგიტომ ვარ.... თურქეთთან ნაკლები ურთიერთობა გვქონდა? ისტორიას გადახედე..."
On.ge დეტალების გასარკვევად სოფიკო კიკაჩეიშვილს დაუკავშირდა. სოფლის რწმუნებული On.ge-ს ზარმა გააღიზიანა და თქვა: "თქვენნაირებთან კომენტარს არ ვაკეთებს, საქმე მაქვს და ვმუშაობ".
პირველი ივლისის საკრებულოს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური უძღვებოდა. ვიდეოში ჩანს, რომ ის ოპოზიციის რეპლიკას "ხელისუფლების სახესთან" ასე პასუხობს: "გავიგეთ, თქვენ ნაციონალური მოძრაობის სახე ხართ".
კითხვაზე, რა რეაგირება მოახდინა საკრებულომ სოფლის რწმუნებულის სოფიკო კიკაჩეიშვილს პრორუსულ და ჰომოფობიურ განცხადებებზე, კობა ძიძიგური პასუხობს, რომ "მას არ ეხება".
"ჩვენ არ გვეხება, როგორც სხდომის წამყვანს და საკრებულოს უშუალოდ, თუ რომელი თანამშრომელი, რა განცხადებას აკეთებს. არ გვაქვს დიქტატორული რეჟიმი. პოლიტიკური განცხადებების უფლება ყველას აქვს. აღელვებულ ნიადაგზე შეიძლება რამე წამოცდეს ადამიანს და ეს არ ნიშნავს, რომ არის პარტიის პოზიცია. არაფერი რეაგირება ჩვენ არ მოგვიხდენია, გაფრთხილებით გავაფრთხილეთ და დანარჩენი მისი გადასაწყვეტია", — უთხრა On.ge-ს კობა ძიძიგურმა.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა სოფიკო კიკაჩეიშვილი ჰომოფობიურ და პრორუსულ განცხადებებს აკეთებს. თავდაპირველად, ქუთაისი პოსტისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში კიკაჩეიშვილმა თქვა, რომ მას რუსეთი მოსწონს და ევროპა არ უნდა.
"მართლმადიდებლური ქვეყანაა და კარგია, სარწმუნოება ერთი გვაქვს, ყველაფერი კარგი იქ არის... საჭმელი, სასმელი. აბა, ევროპა ჯობია? ევროპა? "პიდარასტების" და "ცისფერების" და "ლეზბოსელების" ქვეყანა? მე მომწონს რუსეთი, მაგათი ტრადიციები. ოკუპანტია, თუ რაც არის, თურქეთი არანაკლები მტერი იყო ჩვენთვის, მაგრამ ხო გვაქვს ახლა ურთიერთობები? რუსეთ-გერმანია როგორ იყო, მაგრამ ხო აქვთ ახლა დალაგებული ურთიერთობები," — ამბობს კიკაჩეიშვილი.
#სირცხვილია
საქართველოში ანტისაოკუპაციო აქციები #სირცხვილია მე-13 დღეა მიმდინარეობს. სამოქალაქო პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტმა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე განცხადების გაკეთებამ გამოიწვია. შედეგად, გავრილოვმა საქართველო დატოვა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. რუსეთმა საქართველოს "დასჯა განიზრახა" და სანქციების ბერკეტი აამოქმედა: რუსულ ავიახაზებს საქართველოში ფრენა აუკრძალა, რამდენიმე ღვინის ექსპორტიორი კომპანია დაბლოკა და აქციები "რუსოფობიად" მოიხსენია. ამის პარალელურად, დიპლომატიურმა კორპუსმა და მოქალაქეებმა ტურისტების მოზიდვის მიზნით დაიწყეს კამპანია #spendyoursummeringeorgia.
პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას წინ უსწრებდა 20 ივნისის ღამე, როცა შსს-ს სპეციალურმა რაზმმა აქცია ძალის გამოყენებით რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. მათი პოზიციით, იგეგმებოდა საქართველოს პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე შტურმი და დამხობა. დაშლის დროს დაშავდა ასობით ადამიანი, მათგან ორმა თვალი დაკარგა, ერთ-ერთი კი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. შედეგად, აქციები ამ დრომდე გრძელდება შინაგან საქმეთა მიინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები