ნეტფლიქსზე სერიალი The Last Czars უკვე ხელმისაწვდომია. ახალი შოუ რუსეთის სამეფო ოჯახის - რომანოვების შესახებ გვიყვება. მათი მმართველობიდან თითქმის საუკუნე გავიდა, თუმცა ამბავი ადამიანებისთვის დღემდე საინტერესოა. დოკუმენტურ-მხატვრული სერიალი ოჯახურ ისტორიას მოგვითხრობს, რომლის მთავარი გმირიც რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი, ნიკოლოზ მეორე გახლავთ.

ტელეშოუ ექვსი სერიისგან შედგება და დაფუძნებულია რეპროდუქციებზე, დოკუმენტურ მასალაზე, ინტერვიუებზე და შესაბამისად დაწერილი სცენარი ცდილობს ბოლომდე გახსნას კვანძები. გვაჩვენოს თუ რა მოხდა 1918 წელს, როგორ უწევდა წინააღმდეგობას ცვლილებებს ნიკოლოზ მეორე, როგორ მივიდა საქმე რევოლუციამდე და რომანოვების ოჯახის ამოწყვეტამდე.