ქუცნაშვილს მიაჩნია, რომ 20 ივნისის აქციის მთავარი მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყო
პარლამენტის დეპუტატს, ზაქარია ქუცნაშვილს მიაჩნია, რომ 20-21 ივნისის აქციის მთავარი მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყო. რუსთავი 2-თან საუბარში დეპუტატი ამბობს, რომ აქციის დროს განვითარებულ მოვლენებზეც პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკუთვნის, რადგან მათ ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები გააჟღერეს.
"სრულად პასუხისმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე ეკისრება უპასუხისმგებლო ოპოზიციას, რომელმაც უბიძგა მოქალაქეებს იმ ძალადობისკენ, რა ძალადობაც ჩვენ ვიხილეთ მთელი საათების განმავლობაში. ასე, რომ პასუხისმგებლობა პოლიციის რეაქციაზე თავიდან ბოლომდე აქვს ინსპირატორებს, ვინც გაუკეთა ინსპირირება ამ ძალადობას. გამოდის წინა პლანზე არა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, არამედ პოლიციელების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომელი იქცეოდა პროპორციული ძალის გამოყენების ფარგლებში და რომელი გასცდა პროპორციული ძალის ფარგლებს. სახელმწიფო პირნათელია თავის მოქალაქეებთან, ცალკეული გადაცდომები იყო და ამაზე არავინ მალავს", — აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, შს მინისტრი გიორგი გახარია კანონის შესაბამისობით მოქმედებდა და იცავდა სახელმწიფო ინსტიტუტებს:
"თქვენ ფიქრობთ, ან ვინმე ფიქრობს, რომ დანაშაულის ფაქტის დანახვის შემთხვევაში პოლიციელმა ზემდგომს უნდა დაურეკოს და შეუთანხმოს, რომ გამომიგზავნე წერილობითი თანხმობა ან სიტყვიერი ბრძანება, რომ დანაშაული აღვკვეთო, ძალიან ცდებით".
გარდა ამისა, ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ რუსი დეპუტატები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებენ და ამ მოცემულობის შეცვლა მხოლოდ საერთაშორისო ინსტრუმენტებით შეიძლება.
მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკების გზით ოკუპაციის დაძლევა და არა ომის გზით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქციით ან მიტინგით პრობლემა გადაწყდება, სულ მცირე გულუბრყვილოა, შესაბამისად ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რა იყო 20-21 ივნისის აქციის მიზანი", — განაცხადა დეპუტატმა.
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარებას პროტესტი მოყვა, რადგან მას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. ოპოზიციური პარტიების კრიტიკის გარდა, მთავრობა და თავად ღონისძიების ორგანიზატორი ზაქარია ქუცნაშვილი საზოგადოების მწვავე კრიტიკის ობიექტიც გახდა.
პროტესტის შემდეგ ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვება გადაწყვიტა. ამ დროისთვის ქუცნაშვილს მანდატი ოფიციალურად დატოვებული არ აქვს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები