კვლევა: ზაფხულში ბავშვები არაჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ
ზაფხულის არდადეგები და ცხელი ამინდი ეზოში გაუთავებელ თამაშთან მხოლოდ უფროსი თაობის ადამიანებისთვის ასოცირდება. თანამედროვე ბავშვებისთვის ეს უკვე დიდი ხანია რაც ასე აღარ არის. როგორც ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ამ პერიოდში იმატებს სიმსუქნესთან დაკავშირებული ქცევები.
კერძოდ, ბავშვები საათობით სხედან კომპიუტერის ეკრანთან, იღებენ მეტ ტკბილეულს და სულ უფრო ცოტა მცენარეულ საკვებს, ხოლო მათი ფიზიკური აქტივობა კი მნიშვნელოვნად არ იზრდება. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ Columbia University's Mailman School of Public Health-ის ჩატარებულ კვლევაში, რომელიც Journal of School Health-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ავტორებმა 3 ძირითადი ფაქტორი გამოიკვლიეს: დღის განმავლობაში მიღებული კალორიების საერთო რაოდენობა, კვებით რაციონში ბოსტნეულის რაოდენობა და დღის განმავლობაში მოხმარებული შაქრის ოდენობა. ამავდროულად დაითვალეს დღის განმავლობაში ფიზიკურ აქტივობაში და კომპიუტერის ეკრანთან გატარებული დრო. ამ ყველაფერთან ერთად, მკვლევარებმა ასევე შეაფასეს ბავშვების და მათი ოჯახების სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა.
"კვლევის ამ ნაწილში გამოვლინდა, რომ მაღალშემოსავლიანი ოჯახის ბავშვები სწავლას და მეცადინეობას ზაფხულის განმავლობაშიც აგრძელებენ", - აღნიშნა კლერ ვონგმა, Columbia University's Mailman School of Public Health-ის თანადირექტორმა.
თუმცა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ როდესაც საქმე ზაფხულის განმავლობაში სიმსუქნესთან დაკავშირებულ ქცევებს ეხება, ეკონომიკურ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. "როგორც აღმოჩნდა, თითქმის ყველა ბავშვი ერთნაირია, როდესაც ისინი სკოლისგან ისვენებენ", - განაცხადა ვონგმა
მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გაიდლაინებში რეკომენდაციის სახით არის მოწოდებული, თუ რა ოდენობით უნდა მიიღონ ბავშვებმა ბოსტნეული, მოიხმარონ შაქრის შემცველი პროდუქტები, რა დრო უნდა დაუთმონ ვარჯიშს და კომპიუტერს/ტელევიზორს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ რეკომენდაციებს ზედმიწევნით ყველა ვერ იცავს.
კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ბავშვები ზაფხულში ყოველდღიურად საშუალოდ 20 წუთით მეტ დროს ატარებენ ტელევიზორთან, ვიდრე სასწავლო წლის განმავლობაში და გაცილებით მეტ შაქრის შემცველ სასმელს სვამენ. ფიზიკურ ვარჯიშში დახარჯული დრო თითქმის უცვლელი რჩება: სასწავლო წელთან შედარებით საშუალოდ მხოლოდ 5 წუთით მეტი დრო ეთმობა ფიზიკურ აქტივობას. შედარებით უფრო მოძრავები ბავშვებთან შედარებით უფროსკლასელი თინეიჯერები არიან. თუმცა, რეკომენდირებულ დროს ეს მაჩვენებელი მაინც არ აკმაყოფილებს: ფიზიკურ აქტივობას ყოველდღიურად საშუალოდ 60 წუთი მაინც უნდა დაეთმოს
"ჩვენ გაოგნებულები ვიყავით იმის აღმოჩენით, თუ რამდენად ჩამორჩება ბავშვთა უმრავლესობის ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქცევები რეკომენდირებულ გაიდლაინებს ყველა ასპექტში: იქნება ეს ბოსტნეულით და ხილით კვება, ფიზიკური აქტივობა თუ ეკრანთან გატარებული დრო", - აცხადებს ექიმი კლერ ვონგი
სიმსუქნესთან ბრძოლაში ძალზე მნიშვნელოვანია საზაფხული კვების რაციონის სწორად განსაზღვრა და ფიზიკური აქტივობების დაგეგმვა. აღნიშნულში კი უმთავრეს როლს მშობლები თამაშობენ, რადგანაც ამ პერიოდში ბავშვები მათთან ატარებენ დროის უმეტეს ნაწილს.
"მშობლების უმრავლესობა უკვე აკონტროლებს მათი შვილების მიერ არა მარტო სწრაფი კვების პროდუქტების მოხმარებას, არამედ ეკრანთან გატარებულ დროსაც. დიდი და მცირე ეკრანები ძიძებად არ უნდა გამოვიყენოთ", - გვირჩევს კლერ ვონგი.
როგორი უნდა იყოს ჩვენი შვილების კვების რაციონი ზაფხულში — ამ თემაზე სხვა შუადღეში პედიატრ ნანა რურუასთან ერთად ისაუბრეს.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები