გიორგი თაბაგარი: ვუთხარით, რომ ღირებულების აცდენის მიუხედავად თანაცხოვრება უნდა შევძლოთ
ამერიკის საელჩოში აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დიპლომატიურ კორპუსთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სასულიერო პირები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორებიც ესწრებოდნენ.
On.ge-მ გაავრცელა ფოტო, სადაც პატრიარქის თანამესაყდრე, მეუფე შიო და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი თბილისის პრაიდის ორგანიზატორებს, მარიამ კვარაცხელიასა და გიორგი თაბაგარს ესაუბრებიან.
გიორგი თაბაგარმა მოგვიანებით განმარტა, რომ მათ ეკლესიის წარმომადგენლებთან დიალოგის შესაძლებლობა პირველად ჰქონდათ და ეს შანსი გამოიყენეს.
"ეკლესიასთან დიალოგის შესაძლებლობა პირველად გვქონდა. დიდი ხანი ვცდილობდით მათთან შეხვედრის ორგანიზებას სხვადასხვა საელჩოების გავლით, თუმცა ვერ მოვახერხეთ. ჩვენ გვინდოდა თქმა, რომ ჩვენ შეიძლება ღირებულებებით და მსოფლმხედველობით ვცდებით ერთმანეთს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ერთად შეგვეძლოს თანაცხოვრება. ჩვენ გვჭირდება, საპატრიარქომ მოუწოდოს საზოგადოებას, რომ ძალადობა ამ ქვეყანაში ურთიერთობების დროს არ არის მისაღები ფორმა, მავნებელია როგორც ამ საზოგადოებისთვის, ისე საპატრიარქოსთვის და 17-მა მაისმა კარგი არაფერი მოუტანა მათ შორის საპატრიარქოს. მოძალადე მღვდლების ხილვა შორსაა იმ ღირებულებებთან და საწყისებთან, რომელსაც ეკლესია უნდა ეფუძნებოდეს. იმისთვის, რომ ეკლესია გადარჩეს, მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ მშვიდობისკენ მოწოდებულები", — უთხრა On.ge-ს გიორგი თაბაგარმა.
მას შემდეგ, რაც თბილისი პრაიდმა ღირსების მარში დააანონსა, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ლგბტ აქტივისტებს არ გაემართათ მსვლელობა თბილისში. ცალკეულმა სასულიერო პირებმა კი დაგმეს ღირსების მარში და განაცხადეს, რომ პრაიდი "გარყვნილების პროპაგანდას ქადაგებდა". ამ განცხადებებს თბილისის პრაიდის ორგანიზატორების პროტესტი და ლევან ვასაძის ორგანიზატორობით ჰომოფობიური ჯგუფების ორგანიზება მოჰყვა. საბოლოოდ, დაგეგმილი პრაიდი 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის ძალის გამოყენებით დაშლისა და ასობით დაშავებულის გამო დროებით გადაიდო.
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
კომენტარები