ამერიკელი მუსიკოსი და მსახიობი ჰოლი ბეილი მზადაა დისნეის სამყაროს ნაწილი გახდეს.

R&B-ს მომღერალი დისნეის ახალ ლაივ ექშენ ფილმში - პატარა ქალთევზა, მთავარი გმირის არიელის როლს ითამაშებს. ბოლო თვეების განმავლობაში რეჟისორ რობ მარშალს მსახიობთან ხშირად ჰქონდა შეხვედრები. პროექტის თანამშრომლები ჭორის დონეზე ამბობენ, რომ ჰოლი თავიდანვე ლიდერობდა ამ როლისთვის.

ფართომასშტაბიანი ძებნის შემდეგ, სავსებით აშკარა გახდა, რომ ჰოლი ფლობდა იმ იშვიათ თვისებებს - სული, გონება, ახალგაზრდობა და ა.შ. რაც გვჭირდებოდა. ამ ყველაფერს კი არაჩვეულებრივი ვოკალი ემატება.

ამბობს რობ მარშალი.

"ოცნებები სრულდება", — დაწერა ჰოლიმ ტვიტერზე.

ამავე თემაზე: