თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოპორტში ადგილობრივმა თანამზრახველთან ერთად ჰასკი მავთულით ჩამოკიდა და ხელკეტით ძვლები ჩაუმსხვრია.

მათი ინფორმაციით, ძაღლს ძვლები აქვს ჩალეწილი და ჭამას ვერასდროს შეძლებს. მათივე ცნობით, შესაძლოა, ძაღლის დაძინება მოუწიოთ.

თავშესაფარს Facebook-ის გვერდზე, მათივე თქმით, დამნაშავე და მისი თანამზრახველი ჰყავთ იდენტიფიცირებული და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

შსს-ში On.ge-ს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.