"რა მოხდა საელჩოში" — მამა ანდრია პრაიდის ორგანიზატორებისა და სასულიერო პირების ფოტოს ეხმაურება
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის წარმომადგენელი მამა ანდრია ჯაღმაიძე ამერიკის საელჩოში თბილისი პრაიდის ორგანიზატორებისა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საუბრის ამსახველ ფოტოს გამოეხმაურა.
მან ფეისბუქზე დაწერა, რომ "ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა იყო ამ მიღებაზე გადაღებული ფოტოს ისე წარმოჩენა, თითქოს რაიმე დაფარული საუბარი შედგა მღვდელმთავრებსა და ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს შორის". მამა ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ "სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივი და ბანალურია".
"აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე მიწვეული იყო რამდენიმე ათასი სტუმარი, რა გასაკვირია და საპატრიარქოსთან სტუმრების სია არ შეუთანხმებიათ. იქ აღმოჩნდნენ აღნიშნული ე.წ. პრაიდის ორგანიზატორები და რაღაც მომენტში ასევე სტუმრად მიწვეულ ჩვენს მღვდელმთავრებთან მივიდნენ. სავარაუდოდ, ფოტოს გადაღებაზე წინასწარვე იზრუნეს და ეს შემთხვევით შერჩეული კადრი არაა.
რაც შეეხება საუბრის შინაარსს, აქაც ყველაფერი ჩვეული და მარტივი გასაგებია მათთვის, ვინც იცის ეკლესიის დამოკიდებულება სოდომურ ცოდვასთან დაკავშირებით. ასეთი პოზიცია არაერთხელ დაუფიქსირებია ეკლესიას სხვადასხვა ფორმით.
მათ გამოთქვეს სურვილი ეკლესიასთან ურთიერთობისა, და მღვდელმთავრებმა უპასუხეს, რომ ეკლესია მუდამ მზადაა ნებისმიერ ადამიანთან სასაუბროდ მის მოსაქცევად და მონანულს ყოველთვის სიხარულით იწყნარებს. ხოლო რაც შეეხება ცოდვის პოპულარიზაციას, ეს შეუწყნარებელია და კიდევ უფრო მძიმე ცოდვაა. ეკლესია მუდამ კატეგორიული და შეუვალია ცოდვის განსაზღვრასთან, გამოაშკარავებასთან დაკავშირებით, მუდამ სიფხიზლეს გამოიჩენს და ძალიხმევას არ დააკლებს მის განსაკურნებლად. მღვდელმთავრებმა საუბარში განუმარტეს მათ, რომ ე.წ. პრაიდის გამართვა არის ცოდვის პოპულარიზაცია, ძალადობა საზოგადოებაზე და სრულიად დაუშვებელია", — წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუქზე.
ამერიკის საელჩოში აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დიპლომატიურ კორპუსთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სასულიერო პირები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორებიც ესწრებოდნენ.
On.ge-მ გაავრცელა ფოტო, სადაც პატრიარქის თანამესაყდრე, მეუფე შიო და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი თბილისის პრაიდის ორგანიზატორებს, მარიამ კვარაცხელიასა და გიორგი თაბაგარს ესაუბრებიან.
გიორგი თაბაგარმა მოგვიანებით განმარტა, რომ მათ ეკლესიის წარმომადგენლებთან დიალოგის შესაძლებლობა პირველად ჰქონდათ და ეს შანსი გამოიყენეს.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები