ჰაერში გაბნეული ლითონური ნაწილაკები და ძუძუს კიბო
მასალა თავდაპირველად გამოაქვეყნდა On.ge-ს პარტნიორ კაკტუს-მედიაზე.
აქამდე ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ინდუსტრიული და სამეურნეო პროცესების შედეგად გარემოში მოხვედრილი ლითონური ნარჩენები ძუძუს კიბოს რისკის ზრდასთანაა დაკავშირებული. ადამიანებს ლითონური ნაწილაკები ძირითადად საჭმელში, წყალში და ჰაერში ხვდებათ.
ლითონი მობილურიცაა და გამძლეც, ამიტომ ის ნიადაგში, ჰაერსა თუ წყალში ადვილად ვრცელდება და დიდხანს რჩება.
ლითონურ ნარჩენებთან შეხება განსაკუთრებით დამაზიანებელი ქალებისთვისაა. ცნობილია, რომ ხშირად ლითონური ნაწილაკები მკერდისა და ძუძუს ქსოვილში ხვდება და გროვდება. სხეულში მოხვედრილ ლითონს კი ესტროგენული თვისებები აქვს: მას ჰორმონალური დარღვევების გამოწვევა და კარცინოგენული პროცესების წამოწყება შეუძლია. ამ თვისებების გამო ლითონებს — ანუ მეტალებს — სამედიცინო ლიტერატურაში "მეტალოესტროგენებადაც" კი მოიხსენიებენ ხოლმე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჰაერში გაბნეული ლითონური ნარჩენებია. რამდენიმე კვლევამ, მათ შორის კალიფორნიაში ჩატარებულმა კვლევამ სკოლის მასწავლებელთა შესახებ, აჩვენა რომ ჰაერში მძიმე მეტალების შემცველობა ძუძუს კიბოს რისკის ზრდასთანაა ასოცირებული.
მიუხედავად წარსულში რამდენიმე მცდელობისა, ჰაერში მოხვედრილი ლითონური ნარჩენების ჯანმრთელობაზე გავლენის ზუსტად დადგენა აქამდე ვერ ხერხდებოდა. ხშირად, ჰაერი უამრავი სხვადასხვა ნივთიერებითაა დაბინძურებული, რაც კონკრეტულად ლითონური ნარჩენების ეფექტის გამოყოფასა და მის ცალკე განსაზღვრას ართულებს.
კვლევა, რომელსაც ეს სტატია ეხება, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს. უფრო კონკრეტულად, აქ განხილულია ათი ლითონური ელემენტის შესაძლო გავლენა ძუძუს კიბოს რისკზე. ეს ლითონებია: ტყვია, მანგანუმი, ნიკელი, ქრომი, დარიშხანი, სელენიუმი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, კობალტი და სტიბიუმი (ანთიმონიუმი, სურმა). განსაზღვრულია როგორც ამ დამაბინძურებელთა ინდივიდუალური, ისე მათი შესაძლო საერთო ეფექტიც.
მეთოდები
"ჰაერის ლითონური დამაბინძურებლები და ძუძუს კიბოს რისკი" 2019 წლის იანვარში სამეცნიერო ჟურნალ ეპიდემიოლოგიაში გამოქვეყნდა. ის ამერიკულ "დების კვლევის" მონაცემთა ბაზას ეყრდნობა.
"დების კვლევა" ამერიკის გარემოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის [National Institute of Environmental Health Sciences] პროექტია, რომელიც 2003 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ კვლევაში 50,000-ზე მეტი ქალი მონაწილეობს. ყველა მონაწილე ქალს ჰყავს ან ჰყავდა და ძუძუს კიბოს დადასტურებული დიაგნოზით.
ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების დებისგან შემდგარი ჯგუფი საინტერესო იმითაა, რომ ისინი დიდწილად იმავე გენეტიკურ მემკვიდრეობას ატარებენ, რომელსაც მათი დები და ამიტომ განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამიტომ ის ფაქტორები, რომლებიც ძუძუს კიბოს რისკს ზრდიან, განსაკუთრებით კარგად ამ ჯგუფის მონაცემებში უნდა აისახებოდეს.
"დების კვლევის" ფარგლებში მონაწილე ქალები ყოველწლიურად სატელეფონო კითხვარს იღებენ, რომელიც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ კითხვებს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ "დების კვლევა" მაღალი გამოხმაურების მაჩვენებლით გამოირჩევა. მონაწილეთა 90%-ზე მეტი კითხვარს ყოველწლიურად პასუხობს.
2015 წლისთვის, "დების კვლევის" ფარგლებში გამოკითხული 50,884 მონაწილე ქალიდან ძუძუს კიბო 2,587 ქალს დაუდგინდა. ამ კვლევისთვის ძუძუს კიბოს შემთხვევები რამდენიმე კატეგორიად დაიყო — პირველ რიგში, გამოიყო მენოპაუზამდელი დიაგნოზები და მენოპაუზის შემდგომი შემთხვევები. თავისთავად დიაგნოზები შემდეგ სიმსივნის ტიპის მიხედვით, ესტროგენისა და პროგესტერონის სტატუსის გათვალისწინებით და ინ სიტუ ან ინვაზიურ კატეგორიებად დაჯგუფდა. ძუძუს კიბოს შემთხვევათა 81%-ისთვის ეს ინფორმაცია ოფიციალური სამედიცინო ისტორიით დადასტურდა, დანარჩენი შემთხვევებისთვის კი კვლევა პაციენტის მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ შეავსო (ძუძუს კიბოს შემთხვევაში პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია როგორც წესი ოფოციალურ სამედიცინო ისტორიაში არსებულ ინფორმაციას ემთხვევა).
რაც შეეხება მონაცემებს ჰაერში ლითონური ნარჩენების შემცველობის შესახებ, ამისთვის კვლევა ამერიკის სახელმწიფო სააგენტოების მიერ მოწოდებულ მონაცემებს დაეყრდნო. ჰაერში ლითონის კონცენტრაციის შესახებ შეგროვებულ მონაცემთა უმეტესობა ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერაა შეგროვებული, ნაწილი კი საჰაერო ტოქსინთა ეროვნული ანგარიშიდან შეიკრიბა.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი ამერიკის მასშტაბით გეოგრაფიულ მონაცემთა ბაზა შეიქმნა, სადაც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი ჰაერში სხვადასხვა ლითონური ნარჩენის კონცენტრაციის მიხედვით დაჯგუფდა. თითეული ლითონური დამაბინძურებლისთვის გამოიკვეთა მუნიციპალიტეტთა ხუთი დონე, ყველაზე სუფთიდან ყველაზე დაბინძურებულამდე.
აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტებს შორის, ჰაერში ლითონური ელემენტების შემცველობა მკვეთრად იცვლება. აღსანიშნავია ისიც, რომ ლითონური დამაბინძურებლების კონცენტრაცია ერთმანეთზე მხოლოდ ირიბადაა დაკავშირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებში სადაც, მაგალითად, მაღალია ტყვიის შემცველობა, ჰაერში სხვა ლითონების კონცენტრაცია ზღვრულს, შესაძლოა, სულაც არ აღემატებოდეს. ეს მიგვითითებს, რომ ლითონური ნარჩენები ჰაერში სხვადასხვა გზით, ინდივიდუალურად, ხვდება.
საინტერესოა ისიც, რომ — მიუხედავად საპირისპირო მოლოდინისა — კვლევის მონაწილეთა შორის შედარებით მაღალი შემოსავლისა და განათლების დონის მქონე ქალები სტატისტიკურად უფრო დაბინძრებულ მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ. ეს სავარაუდოდ იმით აიხსნება, რომ ჰაერი ლითონური ნარჩენებით ყველაზე მეტად ურბანულ მუნიციპალიტეტებშია დაბინძურებული.
სტატისტიკური ანალიზის მეშვეობით, დაბინძურების მიხედვით დაჯგუფებული მუნიციპალიტეტები "დების კვლევის" დიაგნოზთა ბაზას დაუკავშირდა, რათა თითოეული ელემენტისთვის განსაზღვრულიყო რამდენად ზრდის მეტად დაბინძურებულ მუნიციპალიტეტში ცხოვრება ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკს მონაწილე ქალთა შორის. რისკის შესაძლო ზრდა განისაზღვრა როგორც ინდივიდუალური ლითონური დამაბინძურებლებისთვის, ისე ზემოთჩამოთვლილი ელემენტების საერთო ჯგუფებისთვისაც. სტატისტიკურად გამართული შედეგების მისაღებად ანალიზი შეიცავდა ცვლადებს მონაწილე ქალთა წონის, თამბაქოს მოხმარების, შემოსავლის და სხვა ისეთი ფაქტორების შესახებ, რომლების შესაძლოა თავისთავად — ჰაერის ხარისხისგან დამოუკიდებლად — მოქმედებდნენ ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკზე.
შედეგები
აღმოჩნდა, რომ ჰაერში კადმიუმის, ტყვიისა და ვერცხლისწყლის მომატებული შემცველობა, მენოპაუზის შემდგომი ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
ამ სამი ლითონური დამაბინძურებლის გავლენა ძუძუს კიბოს რისკზე დადასტურდა როგორც მათი ინდივიდუალურ ცვლადებად გაანალიზებისას, ისე საერთო ეფექტის განსაზღვრისას. ძუძუს კიბოს სხვადასხვა ტიპებს შორის — ინვაზიური/ინ სიტუ, ესტროგენულად პოზიტიური/ნეგატიური — სტატისტიკური განსხვავებები არ გამოვლინდა. როგორც ჩანს, ჰაერში გაბნეული ლითონური ნარჩენები სხვადასხვა ტიპის ძუძუს კიბოზე მსგავსად მოქმედებს.
მუნიციპალიტეტებში, სადაც ჰაერში ტყვიის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, ქალებს, ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების 10%-ით უფრო მაღალი რისკი აღმოაჩნდათ, ვიდრე იმ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, სადაც ტყვიის კონცენტრაცია ყველაზე დაბალი იყო. რისკის უფრო მაღალი ზრდა დაფიქსირდა ვერცხლისწყლის შემთხვევაში, სადაც რისკის მატება 20%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება კადმიუმს, აქ, ტყვიის მსგავსად, რისკის 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი აღმოაჩნდა სტიბიუმსაც (ანთიმონიუმი, სურმა), მისი გავლენაც 10%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა მისი ზუსტად განსაზღვრა ვერ მოხერხდა [ქვემოთ მოცემულია სტატისტიკური ანალიზის დეტალური შედეგები].
დასკვნა
ეს კვლევა სტატისტიკური ანალიზის მეშვეობით ჰაერში გაბნეული ლითონური დამაბინძურებლების კონცენტრაციას ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკის ზრდას უკავშირებს. აქ განსაზღვრული ეფექტები, ძირითადად, მენოპაუზის შემდგომ დიაგნოზს ეხება. ძუძუს კიბოს შემთხვევათა უმეტესობა ამ კატეგორიაში შედის. ძუძუს კიბოს სხვადასხვა ფორმებს შორის კი, როგორც ზემოთაა აღნიშნული, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ გამოვლინდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტყვიის, კადმიუმისა და სტიბიუმის გამოკვეთილი გავლენები ჰაერში სხვა მძიმე მეტალების საზიანო ეფექტების არსებობას არ გამორიცხავს. ქალთა სხვადასხვა რისკ-ჯგუფებზე სხვადასხვა ლითონური ნივთიერებები განსხვავებულად ზემოქმედებენ. ამის მაგალითი კადმიუმი და სელენიუმია, რომლებიც მწეველ ქალებზე განსაკუთრებით ცუდად ზემოქმედებენ. კადმიუმის მაღალი კონცენტრაცია მწეველ ქალთა შორის ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკს ორჯერ ზრდის, სელენიუმი კი 70%-ით.
რაც შეეხება აქ განსაზღვრული ეფექტების გამომწვევ ბიოლოგიურ და ფიზიოლოგიურ მექანიზმებს, აქ დასადგენი ჯერაც ბევრია. ცნობილია, რომ ძუძუსა და მკერდის ქსოვილში ლითონური ნაწილაკების შემცველობა ესტროგენულ ალფა რეცეპტორებს ააქტიურებს, რაც ესტროგენზე დამოკიდებული სიმსივნური უჯრედების ზრდას უწყობს ხელს. ამიტომ ჰაერში გაფანტული ლითონური ნაწილაკები შეიძლება კარცინოგენად ჩაითვალოს.
სტატია თარგმნა გიორგი ცინცაძემ, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებების მაგისტრია.
სტატიის თარგმანი ნაწილია კაქტუსის პროექტისა "ჰაერის დაბინძურება და ქალთა ავადობები", რომელიც ქალთა ფონდი საქართველოში (Women's Fund in Georgia) მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც გარემოს დაბინძურებასა და ქალთა ავადობების გავრცელებას შორის კავშირს სწავლობს.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები