5 ნივთი, რომელიც ზაფხულში ყველა მშობელს დასჭირდება
ზაფხული სულ რაღაც 3 დღეში დადგება. ბევრი თქვენგანი, ვისაც შვებულება ეკუთვნის, ქალაქის ხვატს თავს ზღვაზე, მთაში ან საყვარელ სოფელში გაარიდებს. რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად იქნებიან თქვენი პატარებიც, მათ კი მთელი ზაფხულის განმავლობაში გართობა და გახალისება დასჭირდებათ.
ზაფხულის სასიამოვნოდ გატარებისთვის, განწყობის გარდა, საჭირო ნივთების არჩევა და ჩალაგებაცაა საჭირო. ცხადია, ყურადღებიან მშობელს არაფერი დაავიწყდება, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცებიც, რაც, შეიძლება, არც კი იცოდით, რომ გჭირდებოდათ.
ჩვენ გირჩევთ 5 ნივთს, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ ზაფხულში:
1. საცურაო კამერა მზის დამცავი ტენტით
თქვენს პატარასთან ერთად ზღვაში, მდინარეში, ტბაში ან აუზში ჭყუმპალაობა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და სახალისო გასართობია. თანაც, როგორც დედაჩემი ამბობდა, წყალში თამაშისას ბავშვი მალე იღლება და კარგად იძინებსო. ასე რომ, ამ აქტივობას ორმაგი სარგებელი აქვს. ორმაგად ერთობით, ჯერ ჭყუმპალაობით, მერე თქვენი დაქანცული პატარა, რომ ბედნიერად დაიძინებს, ჯოკერის თამაშიც შეგეძლებათ.
იმისთვის, რომ თქვენი პატარა უფრო მეტ ხანს გაჩერდეს წყალში, ცხადია, მას მზისგან დაცვა სჭირდება. მისი კანი ზედმეტად მგრძნობიარეა ზაფხულის მწველი მზისთვის, ამიტომ საჭიროა სხივებისგან დაცვა. მხოლოდ დამცავი კრემი და ქუდი არ გამოდგება - ეგ ნაპირზე. აი, წყალში კი ეს ნივთი მისწრებაა. სულ რაღაც 30 დოლარად თქვენი შვილი ჩრდილში იჭყუმპალავებს.
2. კოღოებისგან დამცავი ბრასლეტი
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კოღოები არ კბენენ, მაგალითად მე. ბაბუაჩემს კი ასეთი ადამიანების ყოველთვის შურდა და ამიტომ ხანდახან ხუმრობდა, ვისაც კოღო არ კბენს, იმას მწარე სისხლი აქვსო. ერთხელ, ვერც მე გადავურჩი კოღოებს. ორ დღიან ლაშქრობაზე ვიყავი მარტყოფში და დილას რომ გავიღვიძე, მთელი სხეული დაკბენილი მქონდა. ალბათ, ველური კოღოები იყვნენ და ჯერ არ იცოდნენ ტკბილი და მწარე სისხლის გარჩევა. ამ გამოცდილებამ მიმახვედრა, რა ბედნიერებაა, როცა კოღოები არ გკბენენ და როგორ იტანჯებით ტკბილსისხლიანები.
ეს ბრასლეტი არამარტო თქვენს პატარას, არამედ თქვენც გამოგადგებათ. იგი უსაფრთხოა, არ შეიცავს დიეტოლტუამიდს და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით, ციტრონელას და ევკალიპტის ექსტრაქტებით იგერიებს მწერებს. დაიცავით თავი მწერებისგან 12 დოლარად.
3. საპნის ბუშტების მანქანა
ხომ გინახავთ როგორ უხარიათ ბავშვებს საპნის ბუშტების დანახვა, დევნა, გახეთქვა. თან რაც უფრო მეტი ბუშტია, პატარა მით უფრო ბედნიერია. ამ მანქანის საშუალებით მარტო თქვენი შვილი კი არა, თქვენც კარგად გაერთობით.
აპარატს შესაფერისი სახელიც ჰქვია - გაზილიონი ბუშტი.
ამ ნივთის შეძენის შემდეგ, ჭამის დროს, ბავშვის გასართობად ყირაზე გადასვლა აღარ დაგჭირდებათ. გაუშვებთ გაზილიონობით ბურთებს და ისიც უპრეტენზიოდ და ბედნიერად შეჭამს. ესეც საკმაოდ იაფია და15 დოლარი ღირს.
4. გასაბერი დელფინი
წყლის ამ სათამაშოს საშუალებით, თქვენივე ატრაქციონი გექნებათ. გაბერავთ დელფინს, ან სხვა რომელიმე ცხოველს, შემოსვამთ ზედ თქვენს პატარა მხედარს და ისიც ბედნიერად ილივლივებს ტალღებში, ან აუზში, ან მდინარეში, სადაც გაგიხარდებათ.
თუ თქვენს პატარას დელფინი არ მოსწონს, შეგიძლიათ სხვა ცხოველები შესთავაზოთ:
- ნიანგი - $17
- კუ - $10
- ცელნამგალა ვეშაპი (ანუ ორკა) - $8
- ზვიგენი - $10
- კიბორჩხალა - $13
- ლეკვი - $15
- ზღვის ცხენი - $20
5. საწუწაო ბუშტები
ზაფხულში წუწაობა ყველას უყვარს დიდსაც და პატარასაც. ბავშვები ყველაზე მეტად წყლის თოფებით ერთობიან, მაგრამ ბუშტებიც საკმაოდ სახალისო და ეფექტური საშუალებაა გასართობად.
ბუშტების წლით ავსებას ძალიან დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ჭკვიანმა და მხიარულების მოყვარულმა ხალხმა, ერთი პატარა ხელსაწყო გამოიგონა, რომელიც რამდენიმე ათეულ ბუშტს, სულ რაღაც ერთ წუთში ავსებს და პირდაპირ საბრძოლო მზადყოფნაში გადაჰყავხართ. 500 ბუშტიანი ნაკრები, თავისი ასავსებებითა და სპეციალური რეზინებით, სულ რაღაც 9 დოლარი ღირს.
გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას, ჩვენ კი განვაგრძობთ ახალ-ახალი და საინტერესო პროდუქტების ძებნას და ახალ რჩევებს სულ მალე შემოგთავაზებთ.
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
კომენტარები