გიგი უგულავა: გაბუნიას პრუტუნი ვერ გადაფარავს ხალხის სამართლიან მოთხოვნას, გადადგეს გახარია
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა P.S.-ში გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმიანება, რომელშიც წამყვანმა ვლადიმერ პუტინს აგინა.
"გაბუნიას ეპატაჟი იყო უხამსი, უგემოვნო, უადგილო, არა იმიტომ, რომ პუტინი, ოკუპანტი და ქართველთა მკვლელი, ამ სიტყვებს არ იმსახურებს და მისი გინებით არ იღვიძებს და იძინებს სრულიად ერი. არც იმიტომ რომ ხვალ ამისთვის დაგვბომბავენ. აგერ ვასიკო ოდიშვილი პუტინს ეთერში გაბუნიამდე აგინებდა და უფრო გემრიელადაც.
არამედ იმიტომ რომ უბრალოდ არაფრისმთქმელი გულის ფხანვაა და სისუსტის ნიშანია. იმიტომ რომ 18 ივლისს რუსთავი2-ის გადაწყვეტილებაა სტრასბურგში და აგერ ჩასაფრებულ კოლექტიურ ივანიშვილ-შალვარამიშვილს არ უნდა მისცე სალაპარაკო, რომ თავის ბოროტი ზრახვები განახორციელონ".
გიგი უგულავა ხაზს უსვამს იმას, რომ გაბუნიას განცხადების გამო "მთავრობის ჩინოსნები სიმყარეს გრძნობენ ფეხქვეშ", თუმცა ამან არ უნდა გადაფაროს რუსთაველზე მიმდინარე პროტესტის მთავარი მოთხოვნა - გიორგი გახარიას გადადგომა.
გიგი უგულავამ საკუთარ განცხადებას შალვა რამიშვილის სტატუსი დაურთო, სადაც ის რუსთავი 2-ის "დამთავრებისკენ" მოუწოდებს საზოგადოებას.
გაბუნიას გინება ეთერში და არხის პოზიცია
რუსთავი 2-ის გადაცემა პოსტსკრიპტუმის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. რუსულენოვან მიმართვაში მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი დედაც. გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კვირის აქცენტების სპეციალურ ეთერში განაცხადა, რომ მომხდარი კატეორიულად დაუშვებელი და მიუღებელია. არხი კატეგორიულად არ იზიარებს მსგავს დამოკიდებულებას.
გვარამიამ განმარტა, რომ არხი არ ეთანხმება გამოხატვის მსაგვს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ გაბუნიას პოზიციას იზიარებს. მისი თქმით, ეს ქცევა არ შეესაბამება არხის სარედაქციო პოლიტიკას და მაღალ სტანდარტს.
გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამ. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.
გვარამიას განცხადებით, გამოხატვის მაღალი თავისუფლება, რომელსაც რუსთავი 2 ანიჭებს მასთან დასაქმებულს, ითვალისწინებს მაღალ პასუხისმებლობასაც და მომხდარს ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები