8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის ავიამომისვლა აღარ არის
ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა. ხოლო, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები ეკრძალება. ორივე შეზღუდვა დღეიდან, 8 ივლისიდან მოქმედებს.
"რუსეთის ნაციონალური უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად" ასე ქვია დოკუმენტს, რომელშიც პუტინი აცხადებს, რომ რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა.
დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი შეიცავს "რეკომენდაციას" ტურისტული სააგენტოების მიმართ, რომ არ შესთავაზონ მომხმარებლებს საქართველოში ტრანსპორტირება. ამ მუხლში არ კონკრეტდება ეხება საუბარია თუ არა, ტრანსპორტის სხვა ფორმებზე.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ქართული ავიაკომპანიებს ფრენები რუსეთის მიმართულებით აღდგება მას შემდეგ, რაც დადასტურდება საავიაციო უსაფრთხოება და საქართველო სანავიგაციო მომსახურებისთვის დაგროვებულ დავალიანებას გადაიხდის. სამინისტროს თქმით, საქართველოს მხარეს 792 543,19 აშშ დოლარისა (2 195 344,61 ლარი) და 592 251,95 (25 999,02)რუსული რუბლის ოდენობის დავალიანება აქვს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართულმა მხარემ დავალიანება ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა და მას შემდეგ არ გადაუხდია.
რუსეთმა საქართველოს "ტურისტული ემბარგო" 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაუწესა. ამ დღეს საქართველოში მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.
საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მოქალაქეების სანტისაოკუპაციო აქციები უკვე 19 დღეა გრძელდება.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები