მირზა სუბელიანი თავისუფალია
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი თავისუფალია. მან ციხე დღეს, 8 ივლისს დატოვა. მისი ციხიდან გამოსვლის ფოტოებს საზოგადოებრიივ მაუწყებელი ავრცელებს.
მირზა სუბელიანს ოთხი თვის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი წლითა და ერთი თვით მიუსაჯა პატიმრობა, სასჯელის ათვლა კი დაკავების დღიდან [2018 წლის 9 ივნისი] დაიწყო. მირზა სუბელიანს მოსამართლემ ბრალი გადაუკვალიფიცირა დანაშაულის შეუტყობინებლობიდან დანაშაულის დაფარვაში.
მირზა სუბელიანი 9 ივნისს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. წარდგენილი ბრალის თანახმად, პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩა #4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მან გაიგო ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. ადვოკატის თქმით, სუბელიანი ბრალს აღიარებს.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად მას პატიმრობა 10 ივნისს შეუფარდა. 27 თებერვალს კი სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები