გამოხტომა, სკანდალი — როგორ აშუქებს რუსული სახელისუფლებო მედია პუტინის მიმართ გინებას
გამოხტომები, შეურაცხყოფა და სკანდალი — ასე აფასებს რუსული სახელისუფლებო მედია რუსთავი 2-ის ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას გინებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ.
გამოცემები ციტირებენ რუს ოფიციალურ პირებს, რომლებიც რუსთავი 2-ის ჟურნალისტის დასჯას და ბოდიშის მოხდას ითხოვენ. გამოცემა TASS წერს, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის ეთერით გინებაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დაინახა". სხვა გამოცემების მსგავსად TASS-სიც აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის გამონათქვამები საქართველოს ხელისუფლებამ დაგმო.
პროსახელისუფლებო სააგენტო Ria Novosty-მ განვითარებულ მოვლენებს ცალკე თეგი "სკანდალი რუსთავი 2-ის გარშემო" მიუძღვნა. ამ თემაზე დაწერილი ახალი ამბები აერთიანებს როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე რუსი დეპუტატების კრიტიკულ განცხადებებს. Ria იყენებს რუსეთში მოღვაწე ქართველების განცხადებებს, რომლებიც აკრიტიკებენ ჟურნალისტს და ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. მათ შორისაა, ჟურნალისტი თინა კანდელაკი და მომღერალი დიანა ღურწკაია.
გამოცემის ერთი-ერთი მასალის სათაური: "ეთერში პუტინის გინების შემდეგ რუსთავი 2-მა მაუწყებლობა შეწყვიტა". მსგავსი სათაური ჰქონდა როსიისკაია გაზეტას, mail.ru-ს და Interfax. გიორგი გაბუნიას ნათქვამს სკანდალურს უწოდებს პროსახელისუფლებო არხი TVZvezda.
გამოცემა Ura.Ru კი წერს, რომ "თბილისში პუტინის შეურაცხყოფის გამო ადგილობრივ ტელეარხზე არეულობა დაიწყო". პროპაგანდისტული გამოცემა Sputnik-Georgia აღნიშნავს, რომ 7 ივლსის ღამეს რუსთავი 2-ის შენობასთან სტიქიური მიტინგი მოეწყო.
პროპაგანდისტულმა არხმა, Russia Today-მ თბილისში განვითარებულ მოვლენებს წუთ-ნახევრიანი ვიდეო მიუძღვნა სათაურით "განკიცხვა, პროტესტი და მაუწყებლობის შეწყვეტა: რა მოჰყვა პუტინის მიმართ ქართველი წამყვანის გინებას". ვიდეოში აღნიშნულია, რომ რუსთავი 2-თან შეკრებილი მოქალაქეები პუტინის მიმართ შეურაცხყოფას აპროტესტებდნენ და ქვეყნის პირველი პირები, პრემიეერ-მინისტრი და სალომე ურაბიშვილის ჟურნალისტის ქმედებას პროვოკაციად აფასებენ. RT კიდევ ერთ სათაურში წერს, რომ ოპოზიციური არხის გინებამ ქვეყანაში კოლაფსი გამოიწვია.
პუტინის გინება, რ2-ის პოზიცია და გამოხმაურებები
რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემიჯნა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.
კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".
რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსგავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.
გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.
ამის ფონზე კი რუსთავი 2-თან აქცია გაიმართა, სადაც მოითხოვდნენ, რომ გაბუნიას დაეტოვებინა არხიც და ქვეყანაც. ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო ფეიჯები, ასევე, ძალადობრივი ჯგუფები და ქართული ოცნების მხარდამჭერები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ "არ შეარჩიონ გაბუნიას" მომხდარი.
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები