15 ფაქტი ჟან-მიშელ ბასკიას შესახებ
ამერიკელმა ხელოვანმა, ჟან-მიშელ ბასკიამ გრაფიტის სტილში შესრულებული ნამუშევრებით ნიუ-იორკში პოპულარობა ზედმეტად სწრაფად მოიპოვა. ისტორიკოსები მას და მის ნამუშევრებს როგორც 80-იანების წინააღმდეგობრივი კულტურის პროდუქტს, ისე მოიხსენიებენ.
გთავაზობთ 15 ფაქტს მის შესახებ:
1. ჟან-მიშელ ბასკია 1960 წელს, ბრუკლინში დაიბადა. მამა, ჟერარდ ბასკია, ჰაიტიდან იყო, დედა, მატილდა, კი წარმოშობით პუერტო-რიკოდან. მულტიკულტურულ ოჯახში გაზრდილი ჟან-მიშელი თავიდანვე საუბრობდა ესპანურად, ფრანგულად და ინგლისურად.
2. 8 წლის ასაკში ბასკიას ქუჩაში თამაშის დროს მანქანა დაეჯახა, მოიტეხა ხელი და მიიღო მძიმე შინაგანი დაზიანებები. გამოჯანმრთელების პერიოდში დედამისმა სამედიცინო სახელმძღვანელო - გრეის ანატომია მოუტანა. წიგნის დეტალური ანატომიური ნახატები ახალგაზრდა ხელოვანისთვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა. წლების შემდეგ თავის მუსიკალურ ბენდს მან Gray დაარქვა (ბენდის კიდევ ერთი ცნობილი წევრი იყო მსახიობი ვინსენტ გალო).
3. მამამისმა ის სახლიდან გამოაგდო მას შემდეგ, რაც 17 წლის ასაკში სკოლა მიატოვა. თინეიჯერს თავისი ნახატებით გაფორმებული სვიტერებისა და საფოსტო მარკების გაყიდვით გაჰქონდა თავი, ის ასევე მათხოვრობდა და ხან ერთ მეგობართან რჩებოდა, ხან - მეორესთან. მის კვების რაციონს ძირითადად იაფი წითელი ღვინო და 15 ცენტიანი Cheetos-ი შეადგენდა.
4. ბასკიას გრაფიტის ნიუ-იორკის ქუჩებში ამოიცნობდით თეგით "SAMO" (same old shit), რამაც თავიდან საზოგადოების ყურადღება მიიქცია. მან SAMO თავის თავის მეგობარ ალ დიაზთან ერთად შექმნა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს. თეგს ხშირად მანჰეტენისა და ბრუკლინის შენობებზე ქოფირაითის სიმბოლოსთან ერთად წერდნენ (SAMO©).
5. გვირგვინი ბასკიას არტისტული ხელწერა იყო. ის გვირგვინით ხატავდა შავკანიან მამაკაცებს - ათლეტებს, მუსიკოსებს, მწერლებს - და ამით ამ ისტორიულად ჩაგრულ ფენას სამეფო საზოგადოებას უტოლებდა. "ჟან მიშელის გვირგვინს სამი წვერი აქვს სამი სამეფო მიმართულების აღსანიშნავად. ესენია: პოეტი, მუსიკოსი და კრივის დიდი ჩემპიონი", — თქვა მისმა მეგობარმა, ფრანჩესკო კლემენტემ.
6. მას ჩაწერილი აქვს ჰიპ-ჰოპ სინგლი სახელით Beat Bop (1983). სინგლის გარეკანიც მისი დიზაინითაა შექმნილი.
7. 1980 წელს ის გამოჩნდა Blondie-ს მუსიკალურ ვიდეოში - Rapture. სწორედ Blondie-ს ვოკალისტმა დები ჰარიმ და მისმა შეყვარებულმა, კრის სტეინმა, იყიდეს ბასკიას პირველი ნახატი 200 დოლარად.
8. ჯულიან შნაბელთან, კენი სკარფთან და ფრანჩესკო კლემენტესტან ერთად, ბასკია მიჩნეული იყო ნეო-ექსპრესიონიზმის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად. ამ მიმდინარეობამ ადამიანის ფიგურა დააბრუნა თანამედროვე ხელოვნებაში. 1996 წელს შნაბელმა გადაიღო ფილმი, სადაც ჯეფრი რაითი ასრულებს ბასკიას როლს, დევიდ ბოუი კი - ენდი უორჰოლის.
9. 1981 წელს ის შეხვდა ენდი უორჰოლს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მისი უახლოესი მეგობარი და მენტორი იყო. მათ ერთად რამდენიმე ნამუშევარი შექმნეს, სადაც ბასკიას გრაფიტი და უორჰოლის პოპი ერთმანეთშია გადახლართული.
10. 1982 წელს მადონა და ბასკია ერთმანეთს ხვდებოდნენ. წყვილს მედიის ყურადღება არ მოკლებია
11. იმავე წელს ის ლოს ანჯელესში, არტ-დილერ ლერი გაგოსიანთან გადავიდა, რადგან მომავალი სოლო გამოფენისთვის ემზადებოდა. მათ რამდენიმე თვით მადონაც შეუერთდა.
12. ფინანსური წარმატების შემდეგ ბასკია უამრავ ფულს ხარჯავდა არმანის პიჯაკებში, ძვირფას ღვინოებსა და საუკეთესო სასტუმროებში. "ჟან-მიშელი იქცა იმად, რასაც აკრიტიკებდა", — თქვა მისმა დიდი ხნის მეგობარმა, კით ჰარინგმა. ცნობილი იყო, რომ უყვარდა ძვირიან კოსტუმებში გამოწყობილს ხატვა და გასცემდა დიდი რაოდენობით ფულს. ის თავისი ლიმუზინიდან მათხოვრებს 100 დოლარიან კუპიურებსაც ესროდა ხოლმე.
13. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა (MoMA) და უიტნის მუზეუმმა ური თქვეს მისი ნამუშევრების წარმოდგენაზე.
14. ბასკია ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით 1988 წლის 12 აგვისტოს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ჰეროინის აქტიური მომხმარებელი იყო და ამას არც მალავდა. მისი მდგომარეობა განსაკუთებით მისი უახლოესი მეგობრის, ენდი უორჰოლოს სიკვდილის შემდეგ გაუარესდა.
15. “მე არ ვარ ნამდვილი ადამიანი. მე ვარ ლეგენდა”, — თქვა ერთხელ ბასკიამ. მის სახელსა თუ უნიკალურ სტილზე დღემდე გვხვდება მინიშნებები პოპულარულ კულტურაში. მაგალითად, რეპერმა, ჯეი-ზიმ თავის 2013 წლის სიმღერაში Picasso Baby პარალელი გაავლო ბასკიასთან სიტყვებით: "It ain’t hard to tell, I’m the new Jean-Michel" - რთული მისახვედრი არაა, მე ვარ ახალი ჟან-მიშელი.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები