ირაკლი კობახიძე ენმ-ს "კოლონა #5-ს" უწოდებს და "რუსოფობიის გაღვივებაში" ადანაშაულებს
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე წერს, რომ 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა ავანტურისტულ პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ფედერაციას საშუალება მისცა, ფუნდამენტურად გაეძლიერებინა პოზიციები საქართველოში და შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში.
მისივე თქმით, ამ "ავანტურისტული პოლიტიკის" ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება, სამხედრო რიტორიკასთან ერთად," რუსოფობია და რუსეთის ხელისუფლების ლიდერების მიმართ მდარე ფორმით გამოხატული პერსონალური შეურაცხყოფა იყო".
"ნაციონალური მოძრაობის ავანტურისტული პოლიტიკის შედეგად, რუსეთმა 2004-12 წლებში მიიღო მაქსიმალური სარგებელი, რაც მას საქართველოსთან მიმართებით შეიძლებოდა მიეღო. ამ პოლიტიკის შედეგი იყო ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის ფედერაციის მიერ, რამდენიმე ასეული დაღუპული ქართველი სამხედრო და სამოქალაქო პირი, რამდენიმე ათეული ათასი დევნილი, ოკუპირებული რეგიონების ფართომასშტაბიანი მილიტარიზაცია, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით საქართველოს პოზიციების შესუსტება, საქართველოს ეკონომიკური დასუსტება", — აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, "შედეგების გათვალისწინებით, სიტყვა "ავანტურისტულ" არის იმ პოლიტიკის ყველაზე რბილი შეფასება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელდებდა.
"თავისი არსით, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა იყო მოღალატეობრივი და ეფუძნებოდა ამ პოლიტიკური ძალის მთავარ თვისებას — მათ არ უყვართ სამშობლო და ყოველთვის ებრძოდნენ და დღესაც ებრძვიან იმას, რასაც სიტყვა სამშობლო გამოხატავს: დაწყებული სარწმუნოებით, დამთავრებული მამულით!", — წერს პარლამენტის ყოფილი ტავმჯდომარე.
მისივე აზრით, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის ავანტურისტული და მოღალატეობრივი პოლიტიკა პრაგმატული პოლიტიკით შეიცვალა".
"ამ პოლიტიკის მთავარი მხარდამჭერი დასავლეთი იყო. ჩვენი დასავლელი პარტნიორები დღემდე აფასებენ ამ მიდგომას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას შედეგად სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხის ფუნდამენტური გაუმჯობესება და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით შესუსტებული პოზიციების ხელახლა გაძლიერება მოუტანა", — წერს კობახიძე.
მან ასევე თქვა, რომ ოცნების პრაგმატულ პოლიტიკას აქვს მკაფიო წითელი ხაზები: დეოკუპაცია და დასავლური ინტეგრაცია არის პრინციპული მიზნები, რომლებსაც ხელისუფლება პრინციპულად არ დათმობს.
"თუმცა, სახელმწიფოს შიდა მტერს, კოლონა N5-ს, არც ახლა სძინავს. ნაციონალური მოძრაობა 2012 წლიდან ყველა ღონეს ხმარობს, რომ საქართველომ პრაგმატულ პოლიტიკას გადაუხვიოს და 11 წლის წინანდელ რეალობაში დაგვაბრუნოს. მეთოდები ამ შემთხვევაშიც იგივეა - აგრესიული რიტორიკა, რუსოფობიის გაღვივება და რუსეთის ხელისუფლების ლიდერების მიმართ მდარე ფორმით გამოხატული პერსონალური შეურაცხყოფა", — ამბობს კობახიძე/
მისი მტკიცებით, პროვოკაციის მორიგი გამოვლინება იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ "წინასწარ მომზადებული პასუხი" პარლამენტში 20 ივნისს დაშვებულ შეცდომაზე, რომელიც "ზუსტად იმგვარად იყო დაგეგმილი, რომ მაქსიმალური ზიანი მიდგომოდა სახელმწიფოს"
"ნაციონალები რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს რეგულარული პროვოკაციული აქციებით საოკუპაციო ხაზთან, რომლებსაც ისინი რუსეთთან საეჭვოდ დაკავშირებული პირების თაოსნობით აწყობენ. რუსოფობია, რომლის გაღვივებასაც ეს პოლიტიკური ძალა ქართულ საზოგადოებაში ცდილობს, იმაზე ბევრად ნაკლები სიბინძურე არაა, ვიდრე რუსეთის ხელისუფლების მიერ ქართველების რუსეთიდან გაძევება 2008 წლის ომის შემდეგ.
ამ ყველაფრის მიზეზი იგივეა - არ უყვართ სამშობლო, მიზანი იგივეა - სურთ მისი დასუსტება!", — წერს კობახიძე.
ის აცხადბეს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ხელისუფლებასა და საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის მოღალატეობრივი საქმიანობის მიმართ ერთგვარად მოკრძალებული პოზიცია ეკავა.
"გვერიდებოდა ამ ყველაფრის გაშიშვლება და მეტიც, თავდაცვით პოზიციაში ვდგებოდით, როდესაც ნაციონალური მოძრაობა პრაგმატულ პოლიტიკას უპირისპირდებოდა და სახელმწიფოს მტრობდა. თითქოს, გვეშინოდა, პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ჩვენთვის არ მოეწებებინათ პრორუსის იარლიყი, რომელიც მათ თავად ბუნებრივად ამშვენებს", — ვკითხულობთ ფეისბუქზე.
ის ფიქრობს, რომრუსთავი 2-ის ეთერში მოწყობილი პროვოკაცია იყო მხოლოდ გაგრძელება "იმ მტრული საქმიანობის", რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ეწევა.
"ამდენად, ამ უმძიმესი პროვოკაციის ერთ ჟურნალისტზე ან თუნდაც, მხოლოდ პარტიულ ტელევიზიაზე გადაბრალება მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა. ნაციონალურ მოძრაობას არ უნდა მივცეთ სახელმწიფოს მტრობის და ქვეყნის იმგვარ რეალობაში დაბრუნების შესაძლებლობა, რომლის წინაშეც მათ 11 წლის წინ დაგვაყენეს. პირველი ნაბიჯი კი, ნაციონალური მოძრაობის ადეკვატური შეფასება უნდა იყოს: მტერს მტერი უნდა დაერქვას!", — აცხადებს კობახიძე.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები