დაუბრუნდეს თამარ მეარაყიშვილს პირადობა და შეწყდეს მისი დევნა — EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოითხოვს, რომ მეარაყიშვილს დაუბრუნდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და შეწყდეს მისი დევნა. ამის შესახებ EMC-იმ განცხადება გაავრცელა.
ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ თამარ მეარაყიშვილს ყველა ბრალდება მოუხსნეს, დე-ფაქტო პროკურატურას კვლავაც რჩება შესაძლებლობა, ცხინვალის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს. გამოიყენებს თუ არა ის ამ მექანიზმს, ჯერ უცნობია.
"მიუხედავად ორი წლის განმავლობაში ფიზიკური და ეკონომიკური იზოლაციისა, შევიწროვებისა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის და სხვა ფუნდამენტური უფლებების სისტემური დარღვევისა, თამარმა მეორედ შეძლო დაემტკიცებინა პროკურატურის ბრალდებების უსაფუძვლობა. ცხადია, დე-ფაქტო პროკურატურას რჩება ცხინვალის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში გასაჩივრების შესაძლებლობა. ამ მექანიზმს პროკურატურა გამოიყენებს თუ არა, ამ დრომდე უცნობია", — ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.
2019 წლის 6 ივლისს ახალგორის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების დაქვემდებარებაშია, ახალგორელ აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ყველა ბრალდება მოუხსნა, რასაც დე-ფაქტო პროკურატურა უკვე ორი წელია ედავება.
ახალგორის რაიონულ სასამართლოში მეარაყიშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით პროცესების მეორე ეტაპი დე-ფაქტო პროკურატურამ 2018 წლის დეკემბრიდან კვლავ დაიწყო, მას მერე რაც 2018 წლის სექტემბერში ახალგორის სასამართლომ საქმე დაუბრუნა არასათანადო გამოძიების და დაუსაბუთებლობის მოტივით.
თამარ მეარაყიშვილს პროკურატურა 2017 წლის აგვისტოდან დევნის რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის ფარგელებში. კერძოდ, თამარს ბრალი ედებოდა ცილისწამებაში, რომელიც უკავშირდება მის მიერ ეხო კავკაზაში გამოქვეყნებულ კრიტიკულ ინტერვიუს დე-ფაქტო არჩევნებში გამარჯვებული მმართველი პარტიის წევრების მიმართ.
შემდგომში თამარის მიმართ ბრალდებები დამძიმდა და დე-ფაქტო პროკურატურამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით, რომელიც ოფიციალური დოკუმენტის ფალსიფიცირების, ასევე ოფიციალური დოკუმენტების მოტყუებით მიღების გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს.
ამ ნაწილში პროკურატურა თამარს ადგილობრივი პირადობის მოწმობის აღების დროს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის ფაქტის დამალვაში ედავებოდა, რაც ფაქტობრივად ასევე არ დასტურდებოდა. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო რეჟიმის მხრიდან მისი დევნა და შევიწროება საბოლოოდ მიზნად ისახავს მისი, როგორც ქართველი აქტივისტის განდევნას ახალგორიდან.
EMC იცავს თამარის იურიდიულ ინტერესებს საქართველოს საგამოძიებო ორგანოების წინაშე. EMC-ს რამდენიმე მიმართვის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თამარ მეარაყიშვილის უფლებების დარღვევა გახდეს იმ მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ნაწილი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია წარდგენილი
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები