ევროკავშირი პრაიდის ჩატარებას კატეგორიულად მოითხოვს? — ჯაღმაიძის კითხვა ევროპელ პარტნიორებს
საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე იკითხა, ავალდებულებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს პრაიდის ჩატარებას.
"ჩვენ ვხედავთ პოლარიზაცია ერთი საკითხის გარშემო. საქმე იმაშია, რომ ქართული კულტურისთვის უცხოა ცხოვრების ინტიმური დეტალების დემონსტრირება, როგორიც არ უნდა იყოს ის. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ლგბტ ხალხის წინააღმდეგ არ არსებობს აგრესია, იქამდე სანამ ისინი საკუთარი ცხოვრების წესის დემონსტრირებას არ იწყებენ. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის რბილი ძალის ხელში ნოყიერ ნიადაგს ქმნის ეს თემა, ჩვენ გვაწუხებს და ვსვამთ კითხვას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა, რომ მსგავსი აქციები, პრაიდები განხორციელდეს საქართველოს ქუჩებში", — იკითხა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
მას პანელის სპიკერებმა უპასუხეს და თქვეს, რომ ამ შემთხვევაში ამოსავალი ადამიანების ფუნდამენტური უფლებებია.
მამა ანდრია ჯაღმაიძის კითხვას გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაილ როთიმაც უპასუხა და თქვა: "მე მირჩევნია გულღია და გულწრფელი საუბარი. მე რელიგიური ადამიანი ვარ და ჩემი ეკლესიის ერთგული ვარ და მესმის, რომ არის გარკვეული გაუგებრობები და ეს გაუგებრობები რუსი პოლიტიკოსებისგანაც მომდინარეობს. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არასდროს არ უნდა განვასხვავოთ.
ეკლესიისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რომ გავაძლიეროთ საზოგადოებები, რომლებიც მუდმივად პატივისცემას, ტოლერანტობას გამოხატავს უმცირესობების მიმართ. არ არსებობს გასასამართლებელი საბუთი არც რელიგიური წრეების წარმომადგენლებისგან, რომ დავადანაშაულოთ სექსუალური უმცირესობები. ეს არის სრულიად და ტოტალურად მიუღებელი".
მამა ანდრია ჯაღმაიძის კითხვას გამოეხმაურა შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგის) ვიცე-სპიკერი კერსტინ ლუნდგრენი. მისი თქმით, აქ მთავარი ტოლერანტული საზოგადოების შექმნაა:
"ჩვენთვის ეს არის ადამიანის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხი და იქნება ეს რელიგიური თუ ეთნიკური, პოლიტიკური თუ სექსუალური უმცირესობების შესახებ საკითხები, ეს არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული. ეს ყველაფერი გულისხმობს, თუ როგორ უნდა შევქმნათ დამთმენი, ტოლერანტული საზოგადოება, აი, ეს არის მთავარი მიზანი, ყველა ამ პრინციპის გათვალისწინებით".
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკიანიანმა თქვა, რომ დღეს ისინი ვერ გაექცევიან ამ საკითხზე მსჯელობას.
"არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ დასავლური აზროვნება გვაქვს თუ აღმოსავლური. როცა სომხეთი შევიდა ევროსაბჭოში, ჩვენ მაშინ განვიხილეთ ეს საკითხი სერიოზულად. თუ ვინმე ტრადიციული შეხედულებით მიიჩნევს, რომ დისკრიმინაცია მისაღებია, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა დავგმოთ და ეროვნული დებატის დონეზე უნდა ავიყვანოთ ამ თემებზე მსჯელობა. ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა გვქოდეს ერთიანი შეთანხმება.
რატომ არ ვსაუბრობთ სხვა ჯგუფებზე და მაინც და მაინც აქცენტს ვაკეთებთ ლგბტქ ჯგუფებზე? ჩვენ ყველას ერთნაირად უნდა ველაპარაკოთ, სადაც კი ვხედავთ, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა", — განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა მიმდინარეობს. წლევანდელი კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობი დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები ეწვიენ. მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების — პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები — იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაილ როთი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ნორვეგიისა და მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნები, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები