პლუნეტა — მშობლიური პლანეტისგან გაქცეული მთვარე
მთვარე შეიძლება დედამიწის ორბიტიდან გაიქცეს და "პლუნეტა" გახდეს
გაიცანით პლუნეტები
ჩვენმა მთვარემ შეიძლება ყოველთვის არ გაუწიოს დედამიწას ერთგული კომპანიონობა.
მკვლევრების საერთაშორისო გუნდი გვთავაზობს ახალ ჰიპოთეტურ ტერმინს — "პლუნეტა" (მიღებულია სიტყვების, moon და planet, შეერთების შედეგად), ესაა ყოფილი მთვარე, რომელიც გამოეყო თავისი მასპინძელი პლანეტის ორბიტას და მასპინძელი ვარსკვლავის ირგვლივ დაიწყო ბრუნვა.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ პლუნეტებს ბევრი უცნაური ასტრონომიული ფენომენის ახსნა შეუძლიათ. ასევე, შესაძლოა ერთ დღესაც ჩვენი მთვარე მათ რიცხვს შეუერთდეს.
თეორიები
რა უჩვეულო მოვლენები შეიძლება აიხსნას პლუნეტების არსებობით:
მას შემდეგ, რაც მთვარე პლანეტის ორბიტას მოშორდება და ვარსკვლავისკენ გაიწევს, მისი გაყინული ზედაპირიდან წყალი შეიძლება აორთქლდეს, რაც პლუნეტას კომეტის მსგავს კუდს მისცემს. ამით შეიძლება აიხსნას ზოგიერთი ვარსკვლავის ციმციმი.
ასევე, პლუნეტის თავის ყოფილ მასპინძელ პლანეტასთან შეჯახებით შეიძლება წარმოიქმნას ნამსხვრევები, რითაც შესაძლოა აიხსნას ზოგიერთი ეგზოპლანეტის ირგვლივ არსებული რგოლები.
"ეს სტრუქტურები [რგოლები და ციმციმი] აღმოჩენილია და დაკვირვების ქვეშაა", — ამბობს მკვლევარი მარიო სუკერკია Science News - თან საუბრის დროს. "ჩვენ უბრალოდ გთავაზობთ ბუნებრივ მექანიზმს მათ ასახსნელად".
მთვარის შუქი
შეიძლება მთვარე მანამ მოშორდეს თავის პლანეტას, სანამ ჩვენ მას აღმოვაჩენთ. ამის შემდეგ კი, ასტრონომებს მარტივად შეიძლება ის ეგზოპლანეტაში აერიოთ.
მეცნიერების მიერ ჩატარებულ სიმულაციებზე დაყრდნობით, პლუნეტებს ასტრონომიული გადმოსახედიდან საკმაოდ ხანმოკლე ცხოვრება აქვთ - დაახლოებით ნახევარ მილიონ წელიწადში მათი 50 პროცენტი თავისივე პლანეტას ეჯახება, დანარჩენებსაც იგივე ბედი ეწევათ პლუნეტობიდან მილიონ წელზე ნაკლებ დროში. ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ არ აღმოგვიჩენია ისინი აქამდე.
ჩვენი მთვარეც, სუკერკიას თქმით, პოტენციური პლუნეტაა იმის გათვალისწინებით, რომ ყოველწლიურად დედამიწას 4 სანტიმეტრით შორდება. თუმცა ჯერ სანერვიულო არაფერი გვაქვს - ამ ტემპით ის დედამიწის ორბიტიდან მომდევნო 5 მილიარდი წლის განმავლობაში ვერ გაიქცევა.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები