ემზადებით შავი ზღვის ჯაზ ფესტივალისთვის? — გაიგეთ, რა გელოდებათ ბათუმში
მუსიკა, მზე და ზღვა — ასეთი ტრიო ნებისმიერი ადამიანისთვის სასურველია, განსაკუთრებით კი ზაფხულში. საქართველოში კი უკვე მეცამეტეჯერ გვაქვს შესაძლებლობა დავტკბეთ ჯაზის ჰანგებითა და პარალელურად შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში დავისვენოთ.
რა ხდება?!
როგორც იქნა, გავიდა კიდევ ერთი წელი და დადგა ზაფხული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმში ისთერნ პრომოუშენსისა და თიბისი სტატუსის ორგანიზებით 18-20 ივლისს შავი ზღვის რიგით მეცამეტე ჯაზ ფესტივალი ჩატარდება. წელს ათასობით მსმენელისთვის ცნობილი უცხოელი და ქართველი მუსიკოსი იკრიბება, რათა დაუვიწყარი საღამოები გაჩუქოთ თქვენ და ყველას, ვინც ჯაზ ფესტივალზე აღმოჩნდება.
ადგილი უცვლელია. ფესტივალი 18 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება. პირველ საფესტივალო დღეს კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი - The Funk Apostles გამართავენ.
19 ივლისს, ჯაზ-ფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე ჯერ ჯგუფი Mokumoku წარდგება, რომლის შემდეგაც სცენას ჰოლანდიური ფანკ-ჯგუფი Kraak & Smaak დაიკავებს. ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი ინკოგნიტო დახურავს.
ასეთი კონცერტების გამოტოვება მგონი არ შეიძლება!
მითუმეტეს, რომ თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ონლაინ და სალაროში შეძენილ ბილეთებზე 20% ქეშბექი მოქმედებს. ბილეთების შეძენა, Tkt.ge-ზე შეგიძლიათ.
...თუმცა, ეს ყველაფერი არ არის
მართლაც, ეს ყველაფერი არ არის. იმისთვის, რომ ჯაზ ფესტივალი კიდევ უფრო ჯადოსნურ მოგონებად გადაიქცეს თქვენს ცხოვრებაში, განტვირთვა და დასვენებაც იდეალური უნდა იყოს.
ამას კი, ტრადიციულად, თიბისი სტატუსი უზრუნველყოფს. 18-20 ივლისის განმავლობაში ბათუმში, "ივერია ბიჩი" თიბისი სტატუსის სანაპიროდ გადაიქცევა და დამსვენებლებს სანაპიროზე გატარებულ დროს გაულამაზებს.
როგორ?
აი, ასე:
- თიბისი სტატუსის სანაპიროზე მოხვედრა სტატუსის მომხმარებლებისთვის 20%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი;
- რად ღირს ზღვაზე დასვენება შესაბამისი საზღვაო აქსესუარების გარეშე? — ჰოდა, პერიოდულად დღის განმავლობაში დარიგდება თიბისი სტატუსის საზღვაო საჩუქრები ყველასთვის, ვინც სანაპიროზე იქნება იმ მომენტში (რაც იმას ნიშნავს, რომ სახლში დასაჯდომად დრო არ უნდა დაკარგოთ);
- იფიქრებთ ალბათ, მეტი რაღა უნდა იყოსო, მაგრამ: 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე სანაპიროზე მყოფი ადამიანებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ბარში სასმელი იქნება უფასო!
- ამ ყველაფერს კი დაამშვენებს გემოვნებიანი მუსიკა, რაც სანაპიროზე ყოფნას კიდევ უფრო სახალისოს გახდის;
ინფორმაცია ფესტივალში მონაწილე მუსიკოსების შესახებ:
CORY HENRY & The Funk Apostles (აშშ)
გოსპელის, ჯაზისა და ფანკის ცნობილმა ამერიკელმა შემსრულებელმა, ვოკალისტმა, ორღანისტმა და პიანისტმა, გრემის ჯილდოს მფლობელმა კორი ჰენრიმ (CORY HENRY) მუსიკალური კარიერა 2006 წელს დაიწყო.
მუსიკოსის კარიერის პირველი ნაბიჯები გოსპელისა და სხვა მუსიკალური ჟანრის შემსრულებელ ცნობილ არტისტებთან (Snarky Puppy, Michael McDonald, P. Diddy, Boyz II Men, Kenny Garrett, The Roots, Israel Houghton, Donnie McClurkin, Kirk Franklin, and Yolanda Adams) ერთად მასშტაბურ საკონცერტო ტურს უკავშირდება. კარიერის განმავლობაში კორი ჰენრის სამი ალბომი აქვს გამოშვებული - First Steps (2014 წელი) და The Revival (2016 წელი), Art of Love (2018 წელი). სამივე ალბომმა მსოფლიო ჩარტების მოწინავე პოზიციები სწრაფადვე დაიკავა. კორი ჰენრის სინგლები ჯაზისა და გოსპელის საუკეთესო ალბომების ნომინაციებში მოხვდა.
INCOGNITO - (ACID-JAZZ)
ბრიტანული ჯგუფის ინკოგნიტოს დებიუტი ჯერ კიდევ 1979 წელს შედგა, რასაც 1981 წელს კოლექტივისსადებიუტო ალბომი Jazz Funk მოჰყვა. მას შემდეგ ბენდის წევრებმა თითქმის 40 წლიანი უწყვეტი კარიერის განმავლობაში დამატებით კიდევ 15-ზე მეტი ალბომი გამოუშვეს. დროთა განმავლობაში ჯგუფის წევრები იცვლებოდნენ, თუმცა უცვლელი რჩებოდა ბენდის ლიდერი - ცნობილი ვოკალისტი, პროდიუსერი და გიტარისტი ჟან პოლ მონიკი, რომლის სასცენო სახელწოდებაა ბლუი.
Mokumoku
მოკუმოკუ 2014 წელს თბილისში დაარსებული ჯგუფია. ბენდის მუსიკალური ჟღერადობა მოიცავს ჰიპ-ჰოპის, ჯაზისა და ფანკის ელემენტებს. დღეისთვის ბენდს 3 ალბომი აქვს გამოცემული: Blues Build The Temple (2015 წ.) Black Heaven (2017 წ.) Chicago Marinade (2019 წ.) და რამდენიმე სინგლი, მათ შორის: "Sugar Glider”, "Hako is Alive and She Is 59” და "Filip”. MokuMoku-ს მიღებული აქვს მონაწილეობა ისეთ საერთაშორისო ფესტივალებში, როგორებიცაა: MadCool Festival (2018 წ.) და Bristol Upfest (2017 წ.) ამჟამად ჯგუფი მეოთხე სტუდიურ ალბომზემუშაობს სახელწოდებით "Feast”.
Dj. Machaidze
შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალის ოფიციალური რეზიდენტ Dj არის არტისტი დავით მაჩაიძე, ცნობილი როგორც DJ. Machaidze. ქართველ პიონერ Dj-არტისტს, დავით მაჩაიძეს , მსმენელი ყოველთვის კარგად იმახსოვრებს. მისი მუსიკა აერთიანებს Funky House, Disco House, Jazz House და Soulfull House ჟღერადობას.
ისღა დაგვრჩენია, სასწრაფოდ შევიდეთ Tkt.ge-ზე და ჯაზ ფესტივალი ბილეთები ვიყიდოთ. ამის გაკეთება კი, აი, ამ ლინკზე შეგიძლიათ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები