საქართველომ კორუფციის პრევენციაზე რეკომენდაციების 70% სრულად არ შეასრულა — IDFI
კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული 16 რეკომენდაციიდან საქართველომ ორი წლის განმავლობაში სრულყოფილად მხოლოდ ხუთი რეკომენდაცია შეასრულა, საერთოდ არ შეასრულა სამი, ხოლო ნაწილობრივ შეასრულა რვა რეკომენდაცია. ამის შესახებ კორუფციის წინააღმდეგ ევროსაბჭოს სახელმწიფო ჯგუფის (GRECO) გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტი აფასებს ქვეყნის მიერ 2016 წელს მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, კორუფციის წინააღმდეგ ევროსაბჭოს სახელმწიფო ჯგუფმა კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროსაბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობა სამი სხვადასხვა მიმართულებით შეისწავლა: პარლამენტი, სასამართლო და პროკურატურა.
GRECO-ს პროცედურების თანახმად, საქართველოს მთავრობას შემდეგი ორი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველეყო მიღებული რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვა და აღნიშნულის შესახებ GRECO-ს სამდივნოსთვის ინფორმაციის მიწოდება. 2019 წლის დასაწყისში, საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, GRECO-მ შეაფასა 2016 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა შესაბამისობის ანგარიშში, რომელიც 2 ივლისს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით,
GRECO-ს მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიშით განსაზღვრული 16-დან ერთი რეკომენდაცია: ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესება ეხებოდა როგორც პარლამენტს, ასევე სასამართლოსა და პროკურატურას და ის შესრულებულად ჩაითვალა. დანარჩენი 15 რეკომენდაციიდან სამი ეხებოდა პარლამენტს:
- საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის და ამ პროცესში საჯარო კონსულტაციების ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველყოფა;
- პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მიღება და აღსრულების უზრუნველყოფა;
- პარლამენტის წევრების მიერ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ განაცხადის გაკეთების ვალდებულების უზრუნველყოფა.
პარლამენტის ნაწილში მიღებული სამი რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულად GRECO-მ არცერთი რეკომენდაცია არ ჩათვალა.
მიუხედავად იმისა, რომ GRECO-ს შეფასებით, პროგრესი სამივე რეკომენდაციის შესრულებაში დაფიქსირდა, მნიშვნელოვან ხარვეზად ჩაითვალა ის, რომ კანონმდებლობა არ არეგულირებს საკანონმდებლო პროცესში საჯარო კონსულტაციების გამართვის წესს, რის გამოც, პრაქტიკა არაერთგვაროვანია და ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი ან ცვლილება შესაძლოა, საზოგადოების მიერ მათი განხილვის გარეშე იქნეს მიღებული.
პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით GRECO-მ აღნიშნა, რომ მხოლოდ კოდექსის მიღება ვერ უზრუნველყოფს პრაქტიკაში ეთიკის ნორმების დანერგვას და აუცილებელია მას თან ახლდეს შესაბამისი წესით მომზადებული განმარტებითი დოკუმენტი, ტრენინგები და კონფიდენციალური საკონსულტაციო მექანიზმი, რაც არ განხორციელებულა. რეკომენდაციების შეუსრულებლობის კიდევ ერთ მიზეზად ანგარიშში მითითებულია საკანონმდებლო ნორმების ბუნდოვანება პარლამენტის წევრის მიერ ინტერესთა კონფლიქტის ad hoc გაცხადების ვალდებულებასთან დაკავშირებით.
GRECO-ს შეფასების მეოთხე რაუნდის სასამართლო სისტემაში კორუფციის პრევენციისკენ მიმართული ექვსი რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულად ჩაითვალა ორი რეკომენდაცია, ერთი რეკომენდაცია შეუსრულებელი, ხოლო სამი რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულებულია. სასამართლოს ნაწილში GRECO-ს რეკომენდაციები გულისხმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ შემდეგ ვალდებულებებს:
- მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცესის რეფორმირება აღნიშნულ პროცესში გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, ობიექტურობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით;
- მოსამართლეთა გადაყვანის შესახებ კანონმდებლობის დახვეწა იმგვარად, რომ თანხმობის გარეშე მოსამართლის ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანა მხოლოდ გამონაკლისის წესით იყოს დასაშვები;
- სასამართლოში საქმეთა განაწილების სისტემის დახვეწა ობიექტურობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით;
- სამოსამართლო ეთიკის ნორმების მიღება და პრაქტიკაში დანერგვა;
- მოსამართლეთა დისციპლინური წარმოების ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ობიექტურობის უზრუნველყოფა;
- მოსამართლეთა აბსოლუტური იმუნიტეტის შეზღუდვა ფუნქციურ იმუნიტეტამდე.
IDFI-ის ცნობით, სასამართლოში დანიშვნა-დაწინაურების, ეთიკისა და დისციპლინური ნორმების დახვეწის, აგრეთვე საქმეთა განაწილების ობიექტურობის უზრუნველყოფის შესახებ IDFI უკვე დიდი ხანია საუბრობს და ყველა შესაძლო პლატფორმაზე მოუწოდებს მთავრობას, რომ აღმოიფხვრას არსებული ხარვეზები.
"სწორედ IDFI-სა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების აქტიური ადვოკატირების ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების შედეგია, რომ სასამართლოს ნაწილში ჩამოთვლილი რეკომენდაციების შესრულებაზე, უმეტეს შემთხვევაში, GRECO-მ პროგრესი დააფიქსირა. კერძოდ, GRECO-მ სრულად შესრულებულად ჩათვალა რეკომენდაციები მოსამართლეთა გადაყვანასა და საქმეთა განაწილების ობიექტურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ხოლო შეუსრულებლად ჩაითვალა რეკომენდაცია მოსამარლეთა აბსოლუტური იმუნიტეტის შეზღუდვასთან დაკავშირებით", — ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.
GRECO-ს შეფასების მეოთხე რაუნდის პროკურატურის სისტემაში კორუფციის პრევენციისკენ მიმართული ექვსი რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულად ჩაითვალა ორი რეკომენდაცია, ორი რეკომენდაცია შეუსრულებელი, ხოლო ორი - ნაწილობრივ შესრულებულია.
GRECO-ს მიერ პროკურატურის ნაწილში განსაზღვრული ექვსი რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულად ჩაითვალა პროკურატურის რეფორმის მონიტორინგთან დაკავშირებული ვალდებულება, რამდენადაც 2018 წელს ძალაში შესული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პროკურატურა გამოეყო აღმასრულებელ ხელისუფლებას და სრულად დამოუკიდებელი უწყება გახდა.
"სრულად შესრულებულად ჩაითვალა აგრეთვე რეკომენდაცია პროკურორებს შორის საქმეთა განაწილების, პროკურორისთვის საქმის ჩამორთმევის სისტემის დახვეწასა და მითითებების წერილობითი დასაბუთების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. რაც შეეხება შეუსრულებელ რეკომენდაციებს, შესრულების პროგრესი არ დაფიქსირდა ქონებრივი დეკლარაციების მარეგულირებელი ნორმების სუბიექტთა წრის გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნები დღემდე არ ვრცელდება ყველა პროკურორზე. შეუსრულებლად იქნა მიჩნეული აგრეთვე რეკომენდაცია დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების ნათლად ჩამოყალიბებასთან და სანქციების პროპორციულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით", — ნათქვამია განცხადებაში.
IDFI წერს, რომ ნაწილობრივ შესრულებული ორი რეკომენდაციის დანერგვასთან დაკავშირებით GRECO-მ შემდეგი ხარვეზები დაადგინა: პროკურორების დანიშვნისა და დაწინაურების მარეგულირებელი ნორმები კვლავ საკმაოდ ბუნდოვანია და გენერალური პროკურორისთვის ზედმეტად დიდ დისკრეციულ უფლებამოსილებას ითვალისწინებს; პროკურატურის ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, მათი პრაქტიკაში დანერგვის მიზნით განმარტებითი სახელმძღვანელოს მიღება არ მომხდარა.
GRECO-ს პროცედურების თანახმად, შემდგომი 18 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები რეკომენდაციების სრულად დანერგვის მიზნით.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები