"ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის" — რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი სექსისტურ, შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ კომენტართან დაკავშირებით ამბობს, რომ სხვა ინგაზე დაწერა. Facebook პოსტი, რომელზეც ონიანმა დააკომენტარა, გრიგოლიას მისამართით იყო დაწერილი. პოსტით რამდენიმე ადამიანი ჟურნალისტს მიმართავდა, რატომ არ დასვა კონკრეტული კითხვა გადაცემაში.

On.ge დასაზუსტებლად ონიანს დაუკავშირდა, რომელიც შეხვედრაზე ყოფნის მიზეზით ვერ ჩაგვეწერა. საკრებულოს პრესსამსახურმა კი თქვა, რომ ეს კომენტარი ჟურნალისტ გრიგოლიას არ ეხებოდა და სხვა ინგას მისამართით დაწერა.

კითხვაზე, რამდენადაა შესაძლებელი ინგა გრიგოლიაზე დაწერილ პოსტზე კომენტარი სხვა ინგას ეხებოდეს, პრესსამსახური ამბობს, რომ უბრალოდ დამთხვევაა.

გუშინ, 11 ივლისს TV პირველის გადაცემა რეაქციის სტუმარი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია იყო. გადაცემა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიჰყავს.