ულტრანაციონალისტური ქართული ძალა: ვეგანებს არ ვერჩით
ულტრანაციონალისტური გაერთიანება ქართული ძალის წარმომადგენელი ნიკოლოზ ბურნაძე On.ge-სთან საუბარში უარყოფს, რომ მათი რომელიმე წევრი 29 მაისის, საღამოს, თბილისში, ვეგანურ კაფეში შეიჭრა. მისი თქმით, მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ამ კაფესთან და არც არანაირი იდეოლოგიური პროტესტი გააჩნიათ ვეგანების მიმართ:
"ხორცს რატომ არ ჭამ - ეს არის მარაზმი და ამასთან კავშირი არ გვაქვს. ალბათ კაფეს უკეთებენ პიარს, ან სურთ რომ ჩვენ გაგვიკეთონ ამით ანტიპიარი. არანაირი იდეოლოგიური პროტესტი არ გვაქვს ვეგანებთან ან რატომ უნდა გვქონდეს, არ ვიცი".
კაფე კივის ერთ-ერთი თანამშრომელი ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ არაერთხელ ჰქონიათ ნაციონალისტური დაჯგუფების წევრებთან კონფლიქტი. მისივე განცხადებით, გუშინ, 29 მაისს, ქართული ძალის ერთ-ერთი წევრი გიორგი ბაქრაძე ამოიცნეს მათ შორის, ვინ კაფეში შეიჭრა. კაფეს წარმომადგენელი, რომელსაც ვინაობის საჯაროდ დასახელება არ სურს, ამბობს, რომ კაფეში რამდენიმე პირი შევიდა პროვოკაციის მოსაწყობად, სოსისები მიიტანეს და იქ მყოფ ხალხს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ამას მოჰყვა ხმაური და მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება ადგილობრივ მცხოვრებლებთან, ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა ვეგანურ კაფეში ხორცით შევარდნილ მამაკაცებთან:
"ისინი პროვოკაციისთვის მოვიდნენ და მოაწყვეს პროვოკაცია, ძალიან მომზადებულები იყვნენ, არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რაც კანონს გადააბიჯებდა, არ გვაძლევდნენ ფილმის ჩვენების საშუალებას, ხორცი ეჭირათ, რაც კანონით არ არის აკრძალული. ამის შემდეგ ხმაური ატყდა, მეზობელი გამოვარდა დანით, კონფლიქტი მოგვივიდა უბნელებთან, მათ დიდი ხანია არ მოვწონვართ, რადგან არასტანდარტული ხალხი დადის ჩვენთან. ამ დროს ქართული ძალის წევრები წავიდნენ, მერე უკვე მეზობლებმა ჩვენ დაგვიწყეს ჩხუბი, რატომ ხმაურობთო და ერთ-ერთი ჩვენი ჯგუფის წევრი გოგო თმებით ათრიეს".
როგორც კაფეს ჯგუფის წევრი ამბობს, ნაციონალისტების შეჭრა ვეგანობასთან კავშირში არ იყო, არამედ იმასთან, რომ აღნიშნულ ადგილს ხშირად სტუმრობს "არასტანდარტულის სტილის" ხალხი:
"რაც მოხდა პირველ რიგში ვეგანობასთან არ იყო დაკავშირებული, არამედ იმასთან, რომ ჩვენს კაფეში ძალიან ხშირად დადიან ლგბტ პირები, ფერადთმიანი, პირსინგიანი ხალხი. ნაციონალისტები არაერთხელ მოსულან. დაახლოებით ერთი თვის წინ იყვნენ მოსულები და მკითხეს, აქ როგორი ხალხი დადისო? გუშინწინ ღამითაც იყვნენ აქ, ჩვენი ორი წევრი დახვდათ, შეაფურთხეს და მიაძახეს, კიდევ შევხვდებითო. ბევრს ვცნობ უკვე სახეზე მათი მოძრაობიდან".
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ 29 მაისს, კაფე Kiwi-ში მომხდარ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.
ქართული ძალა არის ულტრანაციონალისტური დაჯგუფება, რომელმაც 2016 წლის 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოაწყო მსვლელობა რასისტული ლოზუნგებით.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები