ონკო-ეკოლოგია — როგორ მოქმედებს გარემო ფაქტორები ონკოლოგიურ დაავადებებზე?
"რატომ მაინცადამაინც მე?" — ონკოლოგიური პაციენტის მიერ დასმული ყველაზე მძიმე კითხვაა, რომელსაც ვერ ვპასუხობდი. რა თქმაუნდა, უმრავლეს შემთხვევებში კითხვა რიტორიკული იყო, მაგრამ ზოგჯერ მათ მართლაც აინტერესებდათ დაავადების გამომწვევი მიზეზები. პასუხები საკმაოდ რთული და კომპლექსური გახლდათ.
კიბო მულტიფაქტორული დაავადებაა — მრავალფეროვანი გამომწვევებით და წინასწარ განწყობით. მისი მიზეზების შესახებ განსჯა ზოგჯერ ობობას ქსელზე იმგვარად დაკვირვებას ჰგავს, როდესაც ცდილობ გაარკვიო, მთავარი ძაფი რომელია. ხშირად გამომწვევი მიზეზი უშუალოდ კიბოს რაობასთან არის მჭიდრო კავშირში — მაგალითად: ნიკოტინის მოხმარება ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის ყველაზე ხშირი გამომწვევია და ეს უკვე ათწლეულებია ვიცით.
ავთვისებიანი სიმსივნე ახლახანს გამოჩენილი დაავადება ნამდვილად არ არის, მაგრამ საზოგადოებას ისეთი განცდა აქვს, თითქოს აქამდე ეს არავის აწუხებდა. საქმე იმაშია, რომ მისი განვითარების რისკები ასაკის მატებასთან ერთად უფრო იზრდება. წინა თაობებთან შედარებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდის თანმდევად ავთვისებიანი დაავადებების სიხშირეც იზრდება. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) პროგნოზით, 2030 წელს კიბოს რაოდენობა 2008 წელთან შედარებით გასამმაგდება.
ასეთი უსიამოვნო პროგნოზის პირობებში, ძალზე მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადებებისა და გარემო ფაქტორების ურთიერთობის სიღრმისეულად შესწავლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, კიბო ადამიანთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა (პირველ ადგილზე გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებია) და საშუალოდ შემთხვევათა 19%-ში მისი გამომწვევი გარემო ფაქტორები გახლავთ.
რა იგულისხმება გარემო ფაქტორებში?
ეს არის ყველა სახის გარე ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე. გარემო ფაქტორებს არ მიეკუთვნება ბუნებრივი ფაქტორები, რომელთა შეცვლაც ჩვენ არ შეგვიძლია. ამ ვიწრო დეფინიციაში ასევე არ იგულისხმება ცხოვრების სტილი და კვებითი ქცევა.
აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ — სახიფათო გარემო ფაქტორების მიმართ ყველაზე დაუცველნი ბავშვები არიან.
გარემოს ქიმიური ფაქტორებით დაბინძურება
2019 წლის დასაწყისში NDI-ის საზოგადოებრივმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა საქათველოში უმთავრეს ეკოლოგიურ პრობლემად ჰაერის დაბინძურებას მიიჩნევს. ვიზუალურ მტკიცებულებებს ვერსად გავექცევით: დედაქალაქში ჰაერის დაბინძურება თვალით ადვილი შესამჩნევია. მიზეზი სატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვია. ეს უკანასკნელი კანცეროგენად არის კლასიფიცირებული. დაბინძურებული ჰაერი ასევე ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფილტვის კიბოს განვითარებაში.
ჩვენი მოსახლეობის შეშფოთებას საფუძველი ნამდვილად აქვს: WHO-ს მონაცემებით, საქართველო 70-ე ადგილზეა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში 100,000 კაცზე 101 ადამიანის სიკვდილს ბინძური ჰაერი იწვევს.
გარემოს ფიზიკური ფაქტორებით დაბინძურება
რადიაციისა და კიბოს მჭიდრო კავშირის შესახებ საუბარიც კი ზედმეტია. ამის შესახებ ფაქტობრივი მტკიცებულებები უკვე ათწლეულებია, რაც გაგვაჩნია. ამჟამად ჩვენთვის ყველაზე ყურადსაღები ულტრაიისფერი გამოსხივებაა.
ზაფხულის პერიოდში რუჯის მიღება ძალზე აქტუალური ხდება. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ: არ არსებობს ულტრაიისფერი გამოსხივების "უსაფრთხო დოზა"! განსაკუთრებით საშიში იგი ოზონის შრის დაზიანების პირობებში ხდება. ულტრაიისფერი დასხივება ხშირად კანის ონკოლოგიური დაავადებების (უპირატესად მელანომის) გამომწვევ ფაქტორად გვევლინება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ხელოვნურ ულტრაიისფერ დასხივებაზე (ე.წ. "სოლარიუმი"). ასეთ დროს კანის კიბოს განვითარების რისკი უფრო მაღალია 30 წლამდე ასაკის ადამიანებში. ზოგადად, რადიაციული დასხივებით კიბოს განვითარების რისკები პირდაპირ კავშირშია დასხივების დოზასა და ასაკთან — უფროსებთან შედარებით უფრო მგრძნობიარეები ამ დროს ბავშვები და მოზარდები არიან.
არსებული გამოწვევები
ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი გარემო ფაქტორების კვლევა ეპიდემიოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მის ძირითად სირთულეს საკვლევი ადამიანების სიმრავლე და ფაქტორების ხშირი ცვალებადობა წარმოადგენს. კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლება რამდენადაც დადებითი მოვლენაა, იმდენად შესაძლოა ე.წ. "კანცეროფობიის" ჩამოაყალიბებას შეუწყოს ხელი. ასეთ დროს ადამიანები ნებისმიერი სახის გარემო ფაქტორის დაკავშირებას ცდილობენ ავთვისებიან სიმსივნესთან. მსგავსი მიდგომა, რათქმაუნდა, არამეცნიერულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც თავში აღვნიშნეთ: კიბო მულტიფაქტორული დაავადებაა.
კიბოს კონკრეტული სახის სპეციფიური კარცენოგენის ადეკვატური იდენტიფიცირება და მისი როლის დადგენა გარემო ფაქტორებით გამოწვეულ ონკოლოგიურ პროცესებში რთული და ხანრძლივი სამუშაოა. ასეთი ტიპის კვლევები ათწლეულებიც კი გრძელდება და მასში ჩართული ადამიანების რაოდენობა რამდენიმე ათასსაც კი აჭარბებს.
მეცნიერები დიდ იმედს ამყარებენ მოლეკულურ ეპიდემიოლოგიაზე. ეს ვიწრო მიმართულება თავის თავში გააერთიანებს ეპიდემიოლოგიასა და მოლეკულურ ტოქსიკოლოგიას, რათა ამ სახით შეძლოს დაავადების გამომწვევ გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს შორის კავშირის დადგენა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
კომენტარები