როგორ იცვლება დამოკიდებულებები გენდერული და სექსუალური ორიენტაციის მრავალფეროვნების მიმართ
გეოპოლიტიკურ სივრცეში ძალთა ბალანსის ცვლა მთელი პლანეტის მასშტაბით ახდენს ცალკეულ ადამიანებზე დადებით თუ უარყოფით ზეგავლენას. ანალოგიურად, გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნების მიმართ დამოკიდებულებებიც დინამიკურია. მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში საზოგადოებისთვის ასეთი მრავალფეროვნება უფრო მეტად მისაღები ხდება, ხოლო სხვა ნაწილებში მის მიმართ წინააღმდეგობა იზრდება.
შედეგად, ცალკეულ ქვეყანასა და საზოგადოებაში ლესბი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი (ლგბტი) ადამიანები საკუთარ იდენტობას უფრო თავისუფლად გამოხატავენ. მაგრამ სხვაგან ისინი დისკრიმინაციის, ფიზიკური შევიწროების, ძალადობის და სიკვდილის საფრთხის წინაშეც კი დგანან, მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ ერგებიან იმ ნორმებს, რომლებსაც საზოგადოების გარკვეული ფენების წარმომადგენლები აწესებენ.
გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნების განსაზღვრების გაგება რამდენიმე პერსპექტივიდან არის შესაძლებელი. ეს ტერმინი მოიცავს ბიოლოგიურ და ფიზიკურ სქესს - რისი დანახვა და დადგენაც შესაძლებელია; გენდერულ იდენტობას - ანუ იმას, თუ როგორ განსაზღვრავენ ადამიანები საკუთარ იდენტობას თავიანთი ბიოლოგიური სქესისგან დამოუკიდებლად; და სექსუალურ ორიენტაციას.
ყველა ეს ელემენტი ერთად პიროვნების გენდერული გამოხატვის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ასპექტები განაპირობებენ იმას, თუ რა ცხოვრებით ვიცხოვრებთ. გენდერული გამოხატვა, თავის მხრივ, კოტნექსტზეა დამოკიდებული და ამ კონტექსტში ის საზოგადოებაც იგულისხმება, რომლის წევრებიც არიან ცალკეული ადამიანები. პრობლმას ის წარმოადგენს, რომ საზოგადოების ნაწილი, რომელსაც სურს, საკუთარი შეხედულებები სხვებს თავს მოახვიოს, ხშირად ვერ იაზრებს, ბუნებრივად რამდენად მრავალფეროვანი და კომპლექსურია ადამიანთა იდენტობა.
ბიოლოგიური სქესის განსაზღვრა
ბიოლოგიური სქესის დადგენა ორსულობის პირველ ტრიმესტრში იწყება, რადგან სწორედ ამ დროს უყალიბდებათ ნაყოფებს განსხვავებული სასქესო ორგანოები, გონადები (საკვერცხეები და სათესლეები). მამრის განვითარება ხდება Y ქრომოსომის საფუძველზე, ხოლო X ქრომოსომები (Y ქრომოსომის არარსებობის შემთხვევაში) განვითარებას მდედრის მიმართულებით წარმართავს. თუმცა გვხვდება ისეთი ვარიაციებიც, რომელთაგან ზოგიერთი ბინარულ კლასიფიკაციას არ ემორჩილება.
ამ პროცესს მოჰყვება შინაგანი რეპროდუქციული ორგანოებისა და გარეგანი სასქესო ნიშნების, გენიტალიის განვითარება. კაცის ჩამოყალიბება ანდროგენზეა დამოკიდებული, ქალის - ესტროგენზე. გარეგანი გენიტალიის განვითარების ადრეულ პერიოდში არსებობს ჩამოუყალიბებელი ფაზა, ვარიაცია კი პროცესის ნებისმიერ მომენტში შეიძლება წარმოიშვას.
ერთ-ერთი გზა, რომლითაც ადამიანთა შორის მრავალფეროვნება შეიძლება გამოვლინდეს, ახლა სქესობრივი განვითარების აშლილობად მოიხსენიება, ადრე კი ინტერსექსუალობა ან ჰერმაფროდიტიზმი ეწოდებოდა.
ადამიანები, რომელთა ფიზიკური სქესობრივი მახასიათებლები ამჟამად არსებულ გენდერულ ნორმებს არ ერგება, მიიჩნევენ, რომ ტერმინში სიტყვა აშლილობა გამოყენებული არ უნდა იყოს. ნაცვლად ამისა, მათი მტკიცებით, მრავალფეროვნების ეს გამოვლინება დანახული უნდა იყოს, როგორც განვითარებისას ბუნებრივად მომხდარი ვარიაცია. ამიტომაც, ისეთი ტერმინოლოგიის გამოყენება, როგორიცაა განსხვავებები სქესობრივ განვითარებაში, შეიძლება, ბევრად შესაფერისი იყოს.
გენიტალიას ხშირად ქალური სასქესო ორგანოების სასიკეთოდ "ასწორებენ". მაგრამ, როდესაც ასეთი ოპერაცია ძალიან ადრეულ ასაკში ტარდება, ადამიანი საკუთარი გენდერის დამოუკიდებლად დადგენის შანსს კარგავს, რაც, შეიძლება, მოგვიანებით გენდერულ და ფიზიკურ იდენტობათა აცდენის მიზეზი გახდეს.
ამასთან ერთად, ქირურგიულმა ჩარევამ ბევრი უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს, რომელთა შორისაცაა უნაყოფობა, შარდის შეუკავებლობა, შრამები, სექსუალური სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა, ტკივილი, ფსიქოლოგიური ტანჯვა და დეპრესია.
გენდერული იდენტობა
რა განსაზღვრავს გენდერულ იდენტობას?
ბიოლოგიური გადმოსახედიდან, როგორც ჩანს, გენდერული იდენტობის განსაზღვრა გონადებისა და ორგანოთა სისტემების ჩამოყალიბების მერე ხდება. განვითარების დროს ჩვენი პირველადი გენდერული იდენტობა ყოველთვის მდედრობითია. ტვინი მასკულინიცაზიას მხოლოდ ტესტოსტერონის არსებობის შემთხვევაში განიცდის, ხოლო მისი არარსებობის ან უმოქმედობის შემთხვევაში ფემინური რჩება.
ერთ-ერთი კარგად ნაცნობი ბუნებრივი ვარიაციაა, როდესაც გენიტალიის მასკულინიზაციის ხარისხი არ ემთხვევა ტვინის მასკულინიზაციის ხარისხს. ამ დროს გენდერული იდენტობა არ შეესაბამება ფიზიკურ სქესობრივ მახასიათებლებს, რისი შედეგიც ტრანსგენდერიზმი არის ხოლმე. ასეთ დროს ადამიანებმა შეიძლება გადაწყვიტონ სქესის შეცვლა, რათა მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სქესი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოვიდეს.
ტრანსგენდერიზმი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ ადრე აღიარებული იყო, როგორც გენდერული იდენტობის აშლილობა. ამ წლის 25 მაისს უახლეს დაავადებათა კლასიფიკაციის საერთაშორისო სახელმძღვანელოში WHO-მ ტრანსგენდერიზმს ხელახალი კლასიფიკაცია მიანიჭა და, ფსიქოლოგიური აშლილობის ნაცვლად, გენდერულ შეუთავსებლობად მოიხსენია. ამ ნაბიჯით გენდერული შეუთავსებლობა სახელმძღვანელოს იმ თავში მოხვდა, რომელიც სექსუალურ ჯანმრთელობას ეძღვნება. ბევრი იმედოვნებს, რომ ეს ცვლილება სტიგმას შეასუსტებს და, ამასთან ერთად, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ჯანდაცვასთან წვდომასაც უზრუნველყოფს.
რეკლასიფიკაციის საფუძვლად ის გარემოება იქცა, რომ WHO-ს ახლა მეტი მეცნიერული მონაცემი აქვს იმის გასაცნობიერებლად, რომ გენდერული შეუთავსებლობა, როგორც ასეთი, არ არის ფსიქოლოგიური სამედიცინო მდგომარეობა.
რაც შეეხება სექსუალურ ორიენტაციას, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდის სექსუალური პრეფერენციების განსაზღვრის მექანიზმები ჯერ ბოლომდე დადგენილი არ არის, მიჩნეულია, რომ მის ჩამოყალიბებაში როგორც გენეტიკური, ასევე ეპიგენეტიკური ფაქტორები მოწანილეობენ.
განსხვავება თუ აშლილობა
ადამიანური გენდერისა და სექსუალური მრავალფეროვნების მიღება იმ ფაქტის გაცნობიერებას მოითხოვს, რომ შესაბამისობა ფიზიკურ სქესს, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციას შორის ჰეტერონორმატიულ წესებს სწორხაზოვნად არ მიჰყვება. ცალკეულ ინდივიდში ჩამოთვლილი ასპექტები ერთმაენთისაგან დამოუკიდებლად შეიძლება განისაზღვროს როგორც დაბადებამდელი განვითარების პერიოდში, ასევე - დაბადების შემდგომ ცხოვრების ეტაპებზეც.
როდის ხდება რაიმე სახის განსხვავება ან ვარიაცია აშლილობა ან დაავადება?
ამ შეკითხვაზე ერთ-ერთი პასუხი, შეიძლება, განსხვავების ან ვარიაციის შედეგად გამოწვეულ სუბიექტურ ტკივილთან ან ტანჯვასთან იყოს დაკავშირებული. მაგალითად ავიღოთ გულის დაავადება ან კიბო - ადამიანი ტკივილს ან ტანჯვას ამ მდგომარეობის შედეგად განიცდის, ამიტომ ასეთი შემთხვევა მოხსენიებული უნდა იყოს, როგორც აშლილობა ან დაავადება.
თუ განსხვავება ან ვარიაცია არ იწვევს არანაირ ტკივილს ან ტანჯვას, ის არ უნდა მიიჩნეოდეს აშლილობად ან დაავადებად - მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდი ამ ვარიაციის ქონის გამო სხვა ადამიანთა ზეგავლენით შეიძლება განიცდიდეს ტკივილს ან იტანჯებოდეს, რაც განსაკუთრებით ხშირად ლგბტი თემის წარმომადგენელთა შემთხვევაში ხდება ხოლმე. საზოგადოებებში, რომლებშიც გენდერული მრავალფეროვნება მიღებულია, გარე ძალებით გამოწვეული ტკივილისა და ტანჯვის შემთხვევები შემცირებულია.
ზოგიერთ ქვეყანასა თუ სოციუმში გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნება თანდათან უფრო მისაღები ხდება. მაგალითად, აშშ-ის მინესოტას შტატი გამოსასწორებელი თერაპიის აკრძალვისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს; თერაპია იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა სექსუალური ორიენტაცია განსხვავდება ჰეტერონორმატიული მოდელისგან. ტაივანი კი ახლახანს გახდა პირველი აზიური ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერად გამოაცხადა.
მსგავსი წინსვლაა მალტაშიც, სადაც ახალშობილებზე ნორმალიზაციის ქირურგიული ოპერაციები აიკრძალა, რაც სქესობრივი განვითარების ვარიაციის მქონე ადამიანებს საკუთარი გენდერული იდენტობის თვითგანსაზღვრის საშუალებას მისცემს. კიდევ რამენიმე ქვეყანა კი გეგმავს, რომ ოფიციალურ დოკუმენტებზე ადამიანის ნეიტრალური გენდერის მონიშვნა შესაძლებელი გახადოს.
თუმცა ბევრი ქვეყანა საპირისპირო მიმართულებით მიიწევეს და ჰეტერონორმატიულ პოზიციებს ამყარებს. ამის მაგალითებია კენიაში ახლახანს გამკაცრებული კანონი ჰომოსექსუალური ურთიერთობების დანაშაულად ცნობის შესახებ და აშშ-ის ჯარში ტრანსგენდერი ადამიანების გაწვევის აკრძალვა.
ადამიანის ფუნდამენტური უფლებები
თვითგამოხატვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნება კი ადამიანად ყოფნის განუყოფელი ნაწილია. ეს ფაქტია, ისევე როგორც ის, რომ ეს მრავალფეროვნება სხვა ბევრ სახეობაშიც არსებობს. მოისურვებენ თუ არა ზოგიერთები ამ მრავალფეროვნების მიღებას, ეს უკვე სხვა საკითხია.
მრავალფეროვნება მისაღები მეცნიერულ მონაცემებზე დაფუძნებით ვერ გახდება. მეტიც, ვერცერთი სახისა თუ ფორმის მონაცემი ვერ შეაცვლევინებს იმ ადამიანებს აზრს, რომლებიც თავად ცდილობენ სხვებისთვის საკუთარი შეხედულებების თავს მოხვევას.
საბოლოოდ, მთავარი შეკითხვა აქ ისაა, აქვს თუ არა ვინმეს სხვათა განსჯის უფლება.
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
კომენტარები