ტექნოპარკში Hardware Hackathon ჩატარდა
ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბიზნეს-აქსელერატორ სპარკის ორგანიზებით Hardware Hackathon ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ათმა გუნდმა მიიღო. ჰაკათონის პირველ დღეს მათ მიიღეს გამოწვევები, აირჩიეს მათგან ერთი-ერთი და დაიწყეს მუშაობა. გუნდებს 48 საათი ჰქონდათ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების მოსაფიქრებლად და ამ იდეებზე დაფუძნებული პროტოტიპების შესაქმნელად.
ჰაკათონის მთავარი გამოწვევები უკავშირდებოდა ე.წ ჭკვიანი ქალაქის კონცეფციის განვითარებასა და ქალაქში სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემის ინოვაციურად გადაწყვეტას.
პირველ ადგილზე გავიდა გუნდი ბაკურიანის ბოთლი, რომელმაც წარმოადგინა ჭკვიანი ურნის პროექტი, რომლის ძირითადი მიზანია დროულად დაიცალოს სავსე ურნა ან არ მოცდეს ნაგვის მანქანა და პერსონალი ცარიელი ურნის შემოწმებაზე. მათ ნაგვის ურნაში ჩაამონტაჯეს მიკროპროცესორული პლატფორმა და სენსორები, რომელიც მობილური ინტერნეტის საშუალებით ურნის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გადასცემს ცენტრალურ სერვერს. ამ ინფორმაციის საფუძველზე სათანადო სამსახურს შეეძლება ოპტიმალური მარშრუტების განსაზღვრა.
მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა SBM წარმოადგინა პროექტი, რომელიც ითვლის მგზავრების რაოდენობას სამარშრუტო ავტობუსებში. მოწყობილობა წარმოადგენს Raspberry Pi 3 მიკროკომპიუტერს, რომელზეც მიერთებულია კამერა. პროგრამული კოდი დაიწერა პითონის ბაზაზე და გამოყებულ იქნა სახის ამოცნობის ბიბლიოთეკა.
მესამე ადგილზე გასული გუნდის, Unknown-ის პროექტი მიმართულია ქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგებისკენ. ძირითადი აქცენტი გაკეთდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირებისთვის გამოყოფილი პარკირების ადგილების დაცვაზე. მოწყობილობა წარმოადგენს მიკროპროცესორულ პლატფორმას, რომელიც აფიქსირებს საპარკინგე ადგილებზე ავტომობილების არსებობას და უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაციას.
ჰაკათონის ფარგლებში გუნდებს წვდომა ჰქონდათ ტექნოპარკის ფაბლაბის თანამედროვე დაზგა-დანადგარებზე, როგორებიცაა 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, CNC პროგრამირებადი ჩარხი და ა.შ.
მონაწილეები პარტნიორმა ორგანიზაციამ - DAC-მა მოამარაგა ყველა საჭირო ელექტრონული მოწყობილობით.
იდეებზე მუშობის პროცესში მონაწილეებთან მუშაობდნენ ტექნოპარკის ფაბლაბისა და კომპანია აზრის მენტორთა ტექნიკური ჯგუფი, რომლებმაც გუნდებს გაუზიარეს გამოცდილება და დაეხმარნენ იდეის სწორი მიმართულებით განვითარებაში.
მარათონის დასკვნით ეტაპზე, თითოეულმა გუნდმა წარადგინა საკუთარი პროექტი ჟიურის წინაშე, რის შემდეგაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
კომპანია DAC-მა გამარჯვებულ გუნდებს მათი ელექტრონიკის მაღაზიის საპრიზო ვაუჩერები გადასცა, ხოლო კომპანია აზრისა და კომპანია ზეგ-ის რჩეული გუნდი ელექტრო სკუტერით დასაჩუქრდა.
გამარჯვებულ გუნდებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული თანამედროვე დანადგარები და მიიღონ ტექნიკური ჯგუფის დახმარება. ბიზნეს-აქსელერატორი სპარკი კი მათ ბიზნეს მოდელის დახვეწასა და განვითარებაში დაეხმარება.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები