ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩაში ბაია, გვანცა და გიორგი აბულაძეებს საოჯახო მარანი აქვთ, სადაც უკვე ტურისტებსაც იღებენ. მარანში მოწყობილია სადეგუსტაციო და საგამოფენო სივრცე, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდების ნამუშევრებია გამოფენილი.

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმმა აბულაძეების მარანს ბიბლიოთეკა მოუწყო. მარნის სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ სხვადასხვა ტიპის ლიტერატურას, მათ შორის ქართული ღვინის შესახებ წიგნებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ბიბლიოთეკაში საბავშვო ლიტერატურის დიდი არჩევანიცაა.

"მეათასე სოფლამდე ერთიღა დაგვრჩა. მეორე ობჩაში, ბაია აბულაძის მარანში, პატარა ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ ქართული და უცხოურენოვანი წიგნებით. გვანცა აბულაძე იქნება "ბიბლიოთეკარი", — აცხადებს გიორგი კეკელიძე.

მოძრაობის მხარდამჭერია #გალფი