თურქმენეთის პრეზიდენტი, გურბანგული ბერდიმუჰამედოვი 15 ივლისს ათი დღით შვებულებაში გავიდა. სახელისუფლებო მედიის ცნობით, პრეზიდენტს შვებულებაში დრო არ დაუკარგავს და შემოქმედებას მიჰყო ხელი.

როგორც გამოცემა თურქმენეთის ქრონიკა წერს, შვებულების პირველ დღეს ბერდიმუჰამედოვმა თავისი წიგნზე, თურქმენეთის სამკურნალო მცენარეების მე-11 ტომზე მუშაობა დაასრულა. ამასთანავე, ის თავის სიმღერებზე გადაღებულ კლიპებს უყურებდა.

როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, შემოქმედებითი მუშაობის დასრულების შემდეგ თურქმენეთის პრეზიდენტმა თავის შვილიშვილებთან და კნუტებთან ითამაშა.

ფოტო: tdh.gov.tm