ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.
ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ შეტყობინებას, შემდეგ კი ლოგიკურად პასუხობს მას.
ბოტის ფუნქციები მრავალფეროვანია: ტერაბანკის პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მომხმარებლების ბანკის სატელეფონო სერვისცენტრის თანამშრომლებთან დაკავშირება და სხვა. ამასთან, ავტორიზაციის შედეგად, ტერაბანკის ბოტი მსურველებს მიმდინარე პერსონალურ ფინანსურ მონაცემებსა თუ შესრულებულ ტრანზაქციებზე მონაცემებს აწვდის, უთვლის კონკრეტულ დროში სხვადასხვა მიმართულებით დახარჯულ თანხებს, ფინანსურად უგეგმავს სასურველ პერიოდს, ახსენებს მათ სესხისა თუ კომუნალური გადახდების თარიღებს, იხდის გადასახადებს კლიენტის მოთხოვნით და ა.შ.
"თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ტერაბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ჩვენი ბოტის შექმნაც სწორედ ამ პრიორიტეტების ფარგლებში დაიგეგმა. დისტანციურ მომსახურებაში ბოტების გამოყენება ერთ-ერთი პოპულარული ტრენდია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტერა ბოტის ხელოვნური ინტელექტი ქართულ რეალობაში არსებულ ბოტებთან შედარებით, კიდევ უფრო დახვეწილი, ინოვაციური და პერსონიფიცირებულია", — აცხადებენ ტერაბანკში.
ტერაბანკის ბოტის შექმნაზე — კომპანია Optio AI -მ ბრენდსა და ინოვაციურ კამპანიაზე კი ლივინგსტონმა იმუშავა. შეიქმნა პერსონიფიცირებული ბრენდი - ინფლუენსერი ტერა ბოტინი, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოჩნდა და საზოგადოებას რეალურ ადამიანად გაეცნო. იგი მსურველებს ფინანსების მართვის საჭიროებასა თუ ზოგადად ფინანსებზე რჩევებს უზიარებდა, თანხების სწორად განკარგვაში ეხმარებოდა და მომხმარებლების კეთილგანწყობაც ძალიან მალე მოიპოვა.
ტერაბანკის ბოტი სრული ფუნქციონალით მუშაობს და მასთან გასაუბრება თუ ფინანსური კონსულტაციის მიღება ყველა მსურველს ფეისბუქის მესენჯერით შეუძლია.
-
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები