ჰოლივუდმა ძალადობა "დაუშვა" — ჰარვი ვაინშტაინზე დოკ. ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა
ორი წლის წინ, შემოდგომაზე, ჰოლივუდი დაუგეგმავმა ონლაინ კამპანიამ, #MeToo მოიცვა. წარმატებული მსახიობი ქალები ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერის გარყვნილ ქმედებებზე ალაპარაკდნენ. 100-ზე მეტმა ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში, ძალადობასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა.
მას შემდეგ, უამრავმა ქალმა და კაცმა სექსუალურ ძალადობაზე აიმაღლა ხმა.
Untouchable (ხელშეუხებელი) — ასე ჰქვია Hulu-ს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ჰარვი ვაინშტაინის საქმეს ეხება. მასში ქალები იმ ძალადობაზე ყვებიან, რომელიც ჰოლივუდის ლამაზი ფასადის მიღმა წლების განმავლობაში იმალებოდა.
ურსულა მაკფარლეინის მიერ გადაღებული ფილმის პირველ ტრეილერში, ძალადობის ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლი, როზანა არკეტი იხსენებს, რომ 90-იანებში ვაინშტაინმა ბევერლი ჰილზის სასტუმროში აიძულა, მის პენისს შეხებოდა:
"როდესაც ამაზე საუბარი ვცადე, ყველამ მითხრა, რომ ჩემთვისვე აჯობებდა, მომეკეტა".
ვაინშტაინს გაუპატიურებაში ადანაშაულებს დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც მის მუსიკალური პრომოუშენის კომპანიაში მუშაობდა.
"გაუპატიურებას დამატებითი ზიანიც მოჰყვება, ეს რაღაც მნიშვნელოვანს გპარავს", — ამბობს ის და დასძენს, რომ ძალადობრივმა გამოცდილებამ მისი ცხოვრება შეცვალა.
New Yorker-ის რეპორტიორი, რონან ფაროუ პირველი იყო, ვინც ვაინშტაინის წინააღმდეგ ბრალდებებზე ცნობილი მსახიობების ინტერვიუ გამოაქვეყნა. მათ შორის იყო ეშლი ჯადიც.
"მეუბნებოდნენ, რომ ეს ქალები გიჟები იყვნენ", — ყვება ჟურნალისტი.
ზელდა პერკინსი, რომელიც ვაინშტაინის საქმეში ერთ-ერთი მსხვერპლი და მბრალდებელია, ამბობს, რომ ძალადობა ათწლეულები გრძელდებოდა, რაც "სისტემამ დაუშვა".
Untouchable-ის პრემიერა Sundance Film Festival-ზე შედგა და ის მაისში Hulu-მ რამდენიმე მილიონ დოლარად შეიძინა. დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა 2 სექტემბერს შედგება.
ჰარვი ვაინშტაინის საქმეს ლონდონის, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის პოლიცია იძიებს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები