სტრასბურგმა ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვაზაგაშვილი-შანავას საქმეზე საქართველოს ოჯახის მიმართ 50 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, საქმე საქართველოს სრული მარცხით დასრულდა, როგორც მკვლელობის, ისე არაეფექტურ და გაჭიანურებულ ვადებში გამოძიების ნაწილში.
ე.წ. კორტების საქმე
ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში ჩაცხრილეს, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა. ძალის გადამეტების შესახებ გამოძიება ინციდენტიდან სამ დღეში დაიწყო, მაგრამ 2007 წლის აპრილში დაიხურა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ "ყაჩაღური ჯგუფის" წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და "დამნაშავე" პოლიციელთა დასჯას მოითხოვდნენ. საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო.
ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელიც თითქმის ცხრა წელი იბრძოდა სიმართლის დასადგენად, 2015 წლის 20 იანვარს მისი შვილის საფლავზე ააფეთქეს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იური ვაზაგაშვილი ხელისუფლებას გამოძიებაში პროგრესის ნაკლებობის გამო აკრიტიკებდა. მან შსს-ის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ასევე დაადანაშაულა "კორტების სპეცოპერაციაში" მონაწილე იმ პირების მფარველობაში, რომლებიც კვლავ სამინისტროს უწყებაში მუშაობდნენ. ჭიკაიძემ ეს ბრალდებები უარყო, თუმცა ვაზაგაშვილის აფეთქების საქმის გამო გადადგა.
2015 წლის 2 თებერვალს პროკურატურამ საქმე გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა.
კიდევ ერთი ყოფილი პოლიციელის მიმართ კი, რომელიც საქართველოდან წასულია, ბრალდების დადგენილება იქნა გამოტანილი, ნათქვამია პროკურატურის მიერ 2 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს შორის პოლიციის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან და ასევე სპეცრაზმელებთან ერთად იყვნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ცხრა წლის წინანდელ ამ სპეცოპერაციას გეგმავდა და ხელმძღვანელობდა; და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, საკონტროლო გასროლები განახორციელა.
2015 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი სცნო დამნაშავედ სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის განზრახ მკვლელობაში, გამოძიებისთვის ხელის შეშლაში მტკიცებულებების ფაბრიკაციის გზით, განზრახ უკანონო დაკავებაში და ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
მათ შორის, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს გიორგი ცააძეს განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წელი შეეფარდათ.
შვიდი სპეცრაზმელი, რომლებიც ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე თებერვლის დასაწყისში დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტში, როცა ის ასპინძაში პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს სიტყვით მიმართავდა, განაცხადა, რომ "უსამართლობაა, სპეცრაზმელის დავალების შესრულების გამო დასჯა".
"თუ თქვენი ხელმძღვანელი გაძლევთ უკანონო დავალებას, სწორედ ის უნდა იყოს პასუხისმგებელი", — განუცხადა მან სამართალდამცავებს.
ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ
სარჩელი სახელწოდებით ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში მას შემდეგ მოხვდა, რაც საქართველოში ეს საქმე გამოძიებულად და დახურულად ისე გამოცხადდა, რომ ე.წ. კორტების საქმეზე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე არავინ დასჯილა.
საქმეში ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ მომჩივანი პირები არიან საქართველოს მოქალაქეები, იური ვაზაგაშვილი და ციალა შანავა. იური ვაზაგაშვილი 2015 წელს მოკლეს, ციალა შანავა თბილისში ცხოვრობს და საჩივარს წარადგენს საკუთარი და გარდაცვლილი მეუღლის სახელით. "საქმე ეხება მომჩივანის შვილის მოკვლას საპოლიციო ოპერაციის დროს და მათ ჩივილს ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობის შესახებ", — ვკითხულობთ პრესრელიზში. ტექსტში აღწერილია მომჩივანთა შვილის მკვლელობის გარემოებები.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრესრელიზში აღწერილია იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გარემოებებიც, რომ ის 2015 წლის იანვარში, თავისი შვილის საფლავზე კუსტარული მოწყობილობის აფეთქებამ იმსხვერპლა.
პრესრელიზის თანახმად, მომჩივანთა საჩივარი, რომელიც ეხება 2006 წელს მათი შვილის პოლიციის მიერ მკვლელობას, ეყრდნობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მეორე მუხლს, სიცოცხლის უფლებას და ამ დანაშაულის ადეკვატური გამოძიების არარსებობას.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები